"გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება, ერთადერთი პრევენცია არის აცრა"- ამირან გამყრელიძე
ჯანმრთელობა - 12:58, 20 Feb, 2018     2590
დაავადებათა კომტროლის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ . აჭარაში წითელას ეპიდაფეთქება. ამირან გამყრელიძის თქმით, წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა:

“გუშინდელი მონაცემებით მე შემიძლია გითხრათ, რომ 1-ელი იანვრიდან უკვე ქვეყანაში წითელათი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. კონცენტრირება, 70-დან 75%-მდე შემთხვევვებისა, აჭარის რეგიონშია და იქ ძალიან ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს. თუმცა, უკვე 30-მდე შემთხვევა გვაქვს თბილისშიც. ასევე, რამდენიმე შემთხვევა გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. აჭარაში გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება.

ერთადერთი პრევენციის საშუალება არის აცრა იმ ადამიანების, ვინც არ არის აცრილი წითელას საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში ეს არის ბავშვების ორჯერადი აცრა, ისინი უნდა იყვნენ ორჯერ აცრილები – 1 და 5 წლის ასაკში. აცრების ჩავარდნის მაღალი პროცენტი გვაქვს 15-20 წლიდან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ და მაშინ მოგეხსენებათ, აცრებთან მიმართულებით ბევრი პრობლემა იყო ქვეყანაში. 2008 წელსაც იყო ძლიერი ჩავარდნა. სწორედ 2008 წელს, როდესაც ქვეყანაში კამპანია ტარდებოდა და წითელას საწინააღმდეგოდ მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, ერთმა არასწორად გაკეთებულმა სიუჟეტმა ჩააგდო ეს კამპანია და მილიონის ნაცვლად აიცრა 450 000 ადამიანი. მაშინ მილიონი ადამიანი რომ აცრილიყო, დღეს ქვეყანაში ეს პრობლემები არ იქნებოდა.”- განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მოსახლეობას, მიმართავს რომ აუცილებლად აცრან შვილები, ასევე 20-დან 40 წლამდე მოქალაქეებმა, რომელთაც არ ახსოვთ არიან აცრილები თუ არა , შეუძლიათ პოლიკლინიკებში წითელას საწინააღმდეგო დამატებითი აცრა გაიკეთონ. ამასთანავე გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს აცრის აუცილებლობაზე, იმ ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას აპირებენ, მისი თქმით აუცრელობის შემთხვევაში წითელას ვირუსი ნაყოფზე სერიოზულად მოქმედებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42