"ამ პერიოდში აქტიურდებიან ფარული მტრები, ფრთხილად იყავით!" - ასტროლოგის რჩევა
ეს საინტერესოა - 12:00, 20 Feb, 2018     2347
ამ ერთი თვის პერიოდში ადამიანებში მოიმატებს მიდრეკილება სენტიმენტალობისა და გულჩვილობისადმი. ამიტომ თუ ვინმეს გულის მოლბობა გჭირდებათ, გამოიყენეთ მზის თევზებში ტრანზიტი . ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს.


"ეს აგრეთვე ის პერიოდია, როდესაც ჩვენი ინტერესი მიმართული იქნება ყოველივე დაფარულისა და იდუმალისაკენ. ამ გაძლიერებული ცნობისმოყვარეობის გამო შესაძლოა ვიღაცეებს სურვილი გაუჩნდეთ ჩვენი ქმედებების ფარული აზრის გამოსარკვევად... და გამოარკვიონ კიდეც! ამიტომ თუ თქვენ რაიმე საიდუმლო გაქვთ და არ გსურთ სააშკარაოზე გამოგიყვანონ- იფრთხილეთ!!
ეს ის დროა, როცა აქტიურდებიან ხოლმე ფარული მტრები, თუმცა მეორეს მხრივ, ადამიანებში აგრეთვე იღვიძებს თანაგრძნობისა და ლმობიერების, სიკეთის კეთების სურვილიც.
წარმატებული პერიოდი ექნებათ ხელოვნების და ეზოთერიკის სფეროში დაკავებულ ადამიანებს, ასევე მედიკოსებს, მეტადრე- წყლის ნიშნებს და ასევე მიწის სტიქიის წარმომადგენლებს, გარდა ქალწულისა, რომელსაც შეიძლება გაუჭირდეს მზით თავის ოპოზიციურ ნიშანში მოძრაობის გამო....
18 თებერვლიდან 6 მარტამდე მერკური თევზების ზოდიაქოში იმოძრავებს.ის აქ დაცემას განიცდის და ძალზე სუსტად გრძნობს თავს. როდესაც პლანეტა ასე სუსტია, მისი თვისებებიც ძნელად ამჟღავნებენ თავს. თუმცა ნებისმიერ მდებარეობას აქვს თავისი მინუსებიც და პლიუსებიც , რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში სხვადასხვანაირად ავლენენ თავს.
როგორც იცით, მერკური პასუხისმგებელია ჩვენს ფიქრებზე, სიტყვებზე, თუ როგორ ვაზროვნებთ და როგორ გამოვხატავთ ჩვენს ნააზრევს. მისი თემებია აგრეთვე წერა, კომუნიკაცია, გამოთვლები, რჩევები.
სუსტი მერკური სიტუაციებისა და მოვლენების სრულყოფილად გააზრების შესაძლებლობებს ამცირებს. რთულდება აზრის ფოკუსირება, სათქმელის ფორმულირება, საჭირო სიტყვების თუ გამოთქმების პოვნა.
ამის გამო ადამიანებს შორის ურთიერთობა აღარც თუ ისე საინტერესო ხდება , რჩევები არაპრქატიკულია, გამოუსადეგარი, გამოთვლები უზუსტო, ნაწერში შეცდომები იპარება.
თუმცა ვინაიდან თევზების წამყვანი თემები ინტუიცია , ქვეცნობიერი და სულიერებაა, აქ მოხვედრილი მერკურიც ამ შეფერილობებს იძენს. მის წყალობით ჩვენი სიტყვები უფრო სულიეrი და ბრძნული ხდება, მეტად ფილოსოფიური, ან შემოქმედებითიც კი.
მაგრამ შფოთვა, გაფანტულობა, კონცენტრაციის დაბალი უნარი, და ამით გამოწვეული გაღიზიანებულობაც სამწუხაროდ იგივე თევზების გავლენაა...

ეს არის პერიოდი არამხოლოდ თვითმოტყუების, არამედ სხვების მხრიდანაც ჩვენი შეცდომაში შეყვანის მცდელობების, გართულდება დოკუმენტაციასთან მუშაობა, სწავლის პროცესი, კონტაქტები სრულიად გაურკვეველი მიმართულებით ვითარდება, სატრანსპორტო საშუალებები უწესრიგოდ მუშაობენ, მცირე გაბარიტების ტექნიკაშიც გაუმართაობებია... უმჯობესია გადადოთ ტელეფონების, და ავტომობილების შეძენა მერკურის ვერძში გადასვლამდე.
განსაკუთრებით არეული და გაურკვევლობებით სავსე ამ მიმართულებებით შესაძლოა აღმოჩნდეს 24-27 თებერვლის ინტერვალი აღმოჩნდეს, რადგან ამ დღეს მერკური თევზების მმართველ ნეპტუნს შეუერთდება. ეს პერიოდი ფრიად არასასურველია მოლაპარაკებებისათვის, ხელშეკრულებების გაფორმებისათვის, მეორეს მხრივ- გაიზრდება ალბათობა რაიმე დაფარულის წამოტივტივებისა....
თუმცა წინა დღეებში , კონკრეტულად კი 19 დან 23 თებერვლის ჩათვლით ბევრად უკეთესი, მყარი სიტუაცია იქმნება მერკურისა და სატურნის სექსტილის გამო, რომელიც მოგვცემს შანსებს, მოვაგვაროთ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები, გავაფორმოთ გრძელვადიანი ხელშეკრულებები ან რაიმე აუცილებელი და საჭირო ტექნიკა შევიძინოთ.
გარდა მერკურისა ამ კვირაში ნეპტუნთან შეერთებას ვენერაც გადის, ამ მოვლენის პიკი 21 თებერვალს უწევს, თუმცა კლებად ზეგავლენას კვირის ბოლომდე შეინარჩუნებს. ამ შეერთების გამო ადამიანებში გამძაფრებული იქნება სილამაზის ინტუიტიური აღქმა, სიყვარულის შეგრძნება ; ყოველივე ამის ხარჯზე რომანტიული ურთიერთობები საკმაოდ იოლად და ჰარმონიულად ლაგდება.მოიმატებს სურვილი გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. დიდი ალბათობით აგრეთვე წარმოსახვის, ფანტაზიისა და რაღათქმაუნდა, ინტუიციის გაზრდაც არის მოსალოდნელი. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ამ ტენდენციამ რეალობისაგან ცოტა შორს წაგვიყვანოს და საგნების თუ მოვლენების შეფასებისას სასურველი უფრო დავინახოთ, ვიდრე არსებული. ამიტომ ალბათ აჯობებს, მეტი სიფხიზლე გამოვიჩინოთ ყველაფერში.
ამ ფონზე ასევე შესაძლოა იჩინოს ძველი ურთიერთობის ნოსტალგიამაც. თუმცა წარმოსახვითი კოშკები და იდეალები მეტისმეტად მიუწვდომელია, რაც ემოციური სირთულეების წარმოშობას შეიძლება უწყობდეს ხელს. მითუმეტეს რომ 20დან 28 თებერვლამდე ორი ლიბიდო პლანეტის- ვენერასა და მარსის კვადრატიც გვაქვს რომლის პიკი 25 რიცხვში უწევს. ეს ასპექტი წყვილებს შორის დიდი მიზიდულობის გაზრდის საფუძველი იქნება, მაგრამ ამასთან ერთად დაძაბულობის ტენდენციასაც გაზრდის.
თუმცა ამავდროულად არის საშიშროება მავნე ჩვევებთან მიბრუნების- ალკოჰოლის ან ნარკოტიკული თრობის სახით.ჩნდება ტენდენცია რაღაცის დამალვის, მიჩუმათების. ეს შესაძლოა იყოს ფარული რომანები სხვადასხვა პარტნიორებთან.
ფინანსური თვალსაზრისით ცოტა არ იყოს რთული დღეებია- ადამიანები ადვილად მიდიან სარისკო, ბუნდოვან შემოთავაზებებზე. მატულობს თაღლითურ მაქინაციებში გაბმის რისკი.
ეს კვირა ჯერ ისევ დაბნელების არეალს გავდივართ. მომდევნო კვირა უკეთესი იქნება" -ამბობს ასტროლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42