დედამ არ იცოდა, როგორ ეთქვა შვილებისთვის კიბო რომ ჰქონდა და მათ წიგნი დაუწერა (ფოტოები)
ეს საინტერესოა - 11:22, 20 Feb, 2018     2729
34 წლის ბრიტანელ სარა უესტს , 2017 წლის თებერვალში, ექიმებმა მკერდის სიმსივნე დაუდგინეს. მაგრამ ყველაზე რთული მოსასმენი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. ორ კვირაში ექიმებმა საბოლოო დიაგნოზი დასვეს. სარას მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა. მეტასტაზები კი გავრცელებული იყო ძვლებშიც, ფილტვებშიც და ტვინშიც.


დედისთვის ყველაზე რთული ამ ამბის მისი ქალიშვილებისთვის გამხელა აღმოჩნდა.

სარამ არ იცოდა, როგორ ეთქვა მისი 3 და 6 წლის ქალიშვილებისთვის, რომ სასიკვდილო დაავადება ჰქონდა.

ბევრი ფიქრის შემდეგ სარამ გამოსავალი იპოვა. მან წიგნი დაწერა სახელწოდებით „Mummy's got a poorly“, რომელშიც ქიმიოთერაპიზე, თმის ცვენაზე და ყველა იმ მიზეზზეა საუბარი, რატომ არ შეუძლია დედას საძინებლიდან გამოსვლა და ძველებური რიტმით ცხოვრება.

„გოგონები იმდენად პატარები იყვნენ, რომ ამ ყველაფრის სათქმელად შესაფერის გზას ვეძებდი. ვეძებდი წიგნებშიც, თუმცა მათი ასაკობრივი კატეგორიისთვის ვერაფერი ვიპოვე, ყველაფერი ისე რთულად ეწერა, ისეთი ტერმინებით.

როდესაც მეოთხე სტადიის შესახებ შევიტყვე, გონება გამეთიშა. შემდეგ კი, პირველი რაზეც გავიფიქრე, როგორ ვუთხრა ეს ჩემს შვილებს“ - ამბობს სარა.

სარამ მკურნალობა და წიგნზე მუშაობა დაიწყო. წიგნისთვის სურათები კი უფროს ქალიშვილთან ოლივიასთან ერთად დახატა. როდესაც წიგნი მზად იყო, მეგობარი დაეხმარა და 2 000 ეგზემპლიარი დაბეჭდა.

ორი შვილის დედამ აღმოაჩინა, რომ წიგნზე მუშაობის პროცესი მას და მის ოჯახს ავადმყოფობაზე საუბარში დაეხმარა.

„ამელია ჯერაც ძალიან პატარაა და უბრალოდ ამბობს, რომ დედამ წამლები უნდა მიიღოს, რადგან მას სტკივა. ოლივია კი სიკვდილზე ბევრს მეკითხება, თითქოს მოულოდნელად გაიზარდა“ - ამბობს სარა.

სარას თქმით, გვერდში უდგას მისი პარტნიორი და ყველანაირად ცდილობენ, ბავშვებს ძველებური ცხოვრება ჰქონდეთ.

„მაგრამ მე ვგრძნოვ, მათ თითქოს ბავშვობა მოპარეს“ - ამბობს კიბოსთან მებრძოლი დედა.

სარას არასოდეს უკითხავს ექიმებისთვის, რამდენი დრო დარჩა. მისი თქმით, უნდა ოჯახთან ბედნიერი დრო გაატაროს და არ ორიენტირდეს იმაზე, რომ მალე მათ დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42