როგორც Associated Press-ი იტყობინება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბაიდენს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
გამოცემის ინფორმაციით, კაპიტოლიუმთან ახლოს , ბაიდენის ახლადგახსნილ ოფისში შეხვედრა გაიმართა. გამოცემის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის თავის ვარიანტებს განიხილავს და საკმაოდ რეალურადაც მიაჩნია. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია და საკუთარი გეგმები შეხვედრაზე მყოფ 5 ადამიანს გააცნო. გამოცემის ცნობით, ბაიდენმა სურვილი გამოთქვა, რომ თუკი კამპანიის დაწყებას გადაწყვეტს, ეს 5 ადამიანი მისი გუნდის წევრი იქნება.
მედია დიდი ხანია საუბრობს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მონაწილეობის შესახებ. ეს ვერსია , 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების დამარცხებისა და დონალდ ტრამპის გამარჯვებისთანავე გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






