რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთმა პირობა დადო, რომ ნატო „ერთი დიუმითაც“ არ გადაადგილდებოდა აღმოსავლეთით, თუმცა საბოლოო ჯამში „არაჯენტლმენურად“ მოიქცა და ცივი ომის შემდგე მიღწეული „რკინის ხელშეკრულებები“ დარღვია.
„ნატოს გაფართოება შეცდომა და ამავე დროს, იმ ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევაა, რომელიც დადასტურებულია აშშ-ის საიდუმლო, ოფიციალურ საარქივო დოკუმენტებში.
დასავლეთმა ნატოს გაფართოება აირჩია, 1990-იან წლებში დადებული შეთანხმების სანაცვლოდ. მაშინ, აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნება პირობა დადეს, რომ ალიანსი აღმოსავლეთისკენ არ გადაადგილდებოდა“ - განაცხადა ლავროვმა „ბეტასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, დასავლეთს ჰქონდა უნიკალური ისტორიული შანსი, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სფეროში ჩამოეყალიბებინა საერთოევროპული სტრუქტურა.
მასალის გამოყენების პირობები






