ადამ ლევინი და ბეატი პრინსლუ მეორე შვილის მშობლები გახდნენ
ეს საინტერესოა - 12:07, 19 Feb, 2018     1640
Maroon 5-ის 38 წლის სოლისტი ადამ ლევინი და მისი 28 წლის მოდელი მეუღლე, "ვიქტორია სექრეტის" ანგელოზი ბეატი პრინსლუ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ.


ინფორმაცია წყვილთან დაახლოებულმა წყარომ გაავრცელა, თუმცა ბავშვის დაბადების ზუსტი თარიღი არ გაუმხელია. გოგონას გეო გრეისი დაარქვეს.

წყვილს პირველი შვილი დასთი როუზ ლევინი გასული წლის 21 სექტემბერს ეყოლა. დასთი ამჟამად ერთი წლის არის.

ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ვარსკვლავურმა წყვილმა 2013 წელს მექსიკაში საიდუმლოდ იქორწინა.

ლევინების წყვილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლება.

ადამმა მუსიკალური კარიერა დაიწყო 1994 წელს, როდესაც მან დააარსა როკ ჯგუფი კარას ყვავილები, რომლის მთავარი ვოკალისტიც თავად იყო. პირველივე ალბომის გამოსვლის შემდეგ (The Fourth World,გამოვიდა 1997 წელს) ჯგუფი დაიშალა, რადგან მათმა ნამუშავარმა პოპულარობასაზოგადოებაში ვერ მოიპოვა. 2001 წელს ჯგუფი თავიდან ჩამოყალიბდა, რომელსაც ამავდროულად შუერთდა გიტარისტი ჯეიმს ვალენტინი და სახელად დაირქვა maroon 5. 2002წელს ბენდმა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი, Songs about Jane. ამის შემდგომ ჯგუფმაკიდევ ოთხი ალბომი ჩაწერა, It Won't be Soon Before Long (2007, Hands All Over (2010), Overexposed (2012) and V (2014).

როგორც Maroon 5- ის წევრმა, ლევინმა მიიღო გრემი, გაიმარჯვა ბილბორდის, ამერიკულიმუსიკის, MTV Video Music-ის და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებებში.

2001 წლიდან ლევინი მონაწილეობდა NBC-ის სატელევიზიო გადაცემა Voice-ში მწვრთნელად.იგი პირველი, მეხუთე და მეცხრე სეზონების გამარჯვებულია.

ბეატი სამხრედ აფრიკაში დაიბადა და გრუთფონტეინში, ნამიბიაში გაიზარდა. 16 წლის იყო, როდესაც არდადეგებზე კეიპ თაუნში იმყოფებოდა. სადაც Storm Model Management-ის დამფუძნებელმა სარა დუკასმა აღმოჩინა (მისი აღმოჩენაა კეიტ მოსიც).

ბეატი პრინსლუს სამოდელო კარიერა დიდი წარმატებით განვითარდა. მას გაუვლია ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიცაა Chanel. Prada, Louis Vuitton, Alexander McQueen, MaxMara, Lacoste, Miu-Miu და სხვა .

ბეარი პრინსლუმ დაამშვენა ისეთი დონის ჟურნალების გარეკანები, როგორიცაა „ტელეგრაფი“, იტალიური Muse, ესპანური, მექსიკური, რუსული ვოგი, ასევე ფრანგული, შვედური და იტალიური Elle და სხვა.

2007 წლიდან ის ყოველწლიურად გამოდის Victoria’s Secret-ის ჩვენებებზე. 2009 წელს კი ოფიციალურად გახდა ანგელოზი.

მოდის სფეროში მას ყველაზე მხიარულ და კომფორტულ ადამიანად მოიხსენებენ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42