"აი, ასე იგონებენ რუსულ საფრთხეს"- ლავროვი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე დასმულმა შეკითხვამ გაააღიზიანა
მსოფლიო - 20:00, 17 Feb, 2018     3155
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციზე სერგეი ლავროვი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საკითხზე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის შეკითხვამ გააღიზიანა. ევროდეპუტატი დაინტერესდა, რატომ აგრძელებს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაციის შეფერხებას. გალერმა იკითხა, ეთანხმება თუ არა რუსული მხარე იმ მოსაზრებას,რომ ევროგაერთიანებამ ნამდვილად ამ ქვეყნების ჭეშმარიტ სურვილზე დაყრდნობით იმოქმედა და მათთვის არაფერი დაუძალებია.

„ბატონო მინისტრო, თქვენ ამტკიცებთ, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებს, რომ ან რუსეთთან ერთად იყვნენ, ან ევროკავშირთან. ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული დონე გვაქვს ურთიერთობის ექვსივე ქვეყანასთან. არ დამეთანხმებით, რომ ჩვენ მათ სურვილებზე ვრეაგირებთ და არაფერს ვაიძულებთ და, თუკი ვინმე არ გააფორმებს ჩვენთან შეთანხმებას, ტანკებს არ ვაგზავნით“- განაცხადა მაიკლ გალერმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ექვს ქვეყანას შორის, აზერბაიჯანსა და ბელორუსს ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე ხელმოწერა ამ დრომდე არ სურთ, სომხეთთან კი რუსეთის ძლიერი გავლენიდან გამომდინარე, ევროკავშირი იძულებული გახდა, შედარებით დაბალი დონის ეკონომიკური ხელშეკრულება განეხილა.

ლავროვის თქმით როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ყალიბდებოდა, რუსეთს არწმუნებდნენ, რომ ის მათ წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული და თავად ის იმედოვნებდა, რომ ეს პირობა შესრულდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას ამ ფორმატის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება სურს.

„აი, ასე იგონებენ რუსულ საფრთხეებს. თქვენი შეკითხვა დაიწყო იმის მტკიცებით, რომ თითქოს, მე ვთქვი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას ამ ქვეყნების რუსეთისგან ჩამოსაშორებლად იყენებენ. მე ვთქვი, რომ, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ყალიბდებოდა, ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული და ვიმედოვნებდი, რომ ეს პირობა შესრულდებოდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას კი ნამდვილად სურს ამ ფორმატის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება.“- განაცხადა ლავროვმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42