„გასული წლის ოქტომბერში, ჩვენ განვახორციელეთ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი პროექტი, რომელიც წარმოადგენს სარკინიგზო მაგისტრალს არა მხოლოდ სამ ქვეყანას, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. ეს უმოკლესი გზაა აზიიდან ევროპისკენ, ორჯერ ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს და უკვე სთავაზობს თავის მომსახურებას კომპანიებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ პროექტს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავენ.“- განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეთაურმა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, ტვირთების ზრდა აჩვენებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსი გახდება აბრეშუმის გზის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი:
„ეჭვგარეშეა, რომ აქ, კავკასიაში, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის რომ არ ყოფილიყო ძლიერი რეგიონალური თანამშრომლობა, არ განხორციელებულიყო ნავთობისა და გაზის პროექტები, ბაქო-თბილისი-ყარსი იქნებოდა პროექტი არა რეალობისთვის, არამედ ისტორიისთვის. ეს არის რეალური შედეგი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ.“- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






