Reuters: აშშ-ისა და კოალიციის ავიაიერიში სირიაში - დაღუპული და დაჭრილია 300 რუსი მებრძოლი
მსოფლიო - 13:24, 16 Feb, 2018     9132
სირიაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმაზე დამატებით დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, გასულ კვირას, დასავლური კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანიის დაახლოებით 300 კონტრაქტორი დაშავდა ან დაიღუპა .

რუსი სამხედრო ექიმის (ვინაობა გასაიდუმლოებულია) განცხადებით, გარდაცვლილია 100 , ხოლო დაშავებულია 200 ადამიანი. სხვა წყარომაც, რომელიც რუს მებრძოლებთან არის კავშირში, სააგენტოსთან დაადასტურა, რომ მსხვერპლი 80-ს აღემატება.

„როიტერსი“ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების დრო ემთხვევა, 7 თებერვლას, სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორთან განვითარებულ მოვლენებს, სადაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ სირიის სამთავრობო ძალებზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.

მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავიაიერიშებით, რუსების დაჯგუფების ცოცხალი ძალის 80% , სამხედრო ტექნიკის კი 90% განადგურდა. თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. რუსი ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ ავიადარტყმებს რუსეთის 5 მოქალაქე ემსხვერპლა, თუმცა მათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კავშირი არ გააჩნიათ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამერიკელებმა საერთო ჯამში სირიის მთელს ტერიტორიაზე არსებული რუსული მოიერიშე ძალთა 20% გაანადგურეს

Reuters-ის შფასებით, ეს 2014 წლის შემდეგ, ეს ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგია, რაც რუსეთმა ერთი ბრძოლით განიცადა. 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური საბრძოლო მოქმედების დროს 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. მოსკოვს არასოდეს დაუდასტურებია ეს დანაკარგი, რადგან უკარაინის ტერიტორიზე ჯარისკაცებისა და მოხალისეების გაგზავნას ოფიციალურად უარყოფს.

ამ კრახთან დაკავშირებითაც დუმს რუსული მედია და დუმან რუსეთის ოფიციალური პირები. როგორც ჩანს, ეს სახელმწიფო საიდუმლოა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42