რატომ არიან პანდები შავ-თეთრი
ეს საინტერესოა - 11:48, 16 Feb, 2018     5689
ცხოველების უმრავლესობას განსაკუთრებული შეფერილობა აქვს, რომელიც შენიღბვასა და გარემოსთან შერწყმაში ეხმარება.


ბიოლოგებმა პანდების შეფერილობის შესწავლაც გადაწყვიტეს, კერძოდ, გამოიკვლიეს, რატომ აქვს შავ-თეთრი შეფერილობა ცენტრალური ჩინეთის მთიან რეგიონებში მაცხოვრებელ დიდ პანდებს.

ამისთვის, მათ ყველა არსებული ჰიპოთეზა განიხილეს, მაგალითაც, ეს ფერები ეხმარება კომუნიკაციაში, თავის დასააცავდ, სითბოს შენარჩუნებაში და ა.შ.

ამ ჰიპოთეზების შესამოწმებლად მეცნიერებმა გიგანტური პანდას სხეულზე არსებული ბეწვის სხვადასხვა რეგიონები 195 სხვა ხორცის მჭამელისა და დათვის 39 ქვესახეობის მუქ და ღია შეფერილობებს შეადარეს. გაანალიზეს, თითოეული სახეობის სხეულზე არსებული ბეწვისა და გარემოს კორელაცია, მათი ცხოვრების წესის მიხედვით.

კვლევის თანახმად, მეცნიერბმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი ბეწვის ფერსა და ტემპერატურის შენარჩუნებას შორის. ასევე არ არსებობდა მტკიცებულბა, რომ თვალების ირგვლივ არსებული შავი ლაქა თოვლისგან არეკლილი სინათლისგან იცავდა.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, პანდას შავ-თეთრ შეფერილობას ორი ფუნქცია აქვს: კამუფლაჟი და კომუნიკაცია.

მოკლედ, თეთრი შეფერილობა მას თოვლიან ადგილებში გადარჩენაში ეხმარება. ის ადვილად იმალება თოვლში და მტაცებელ ცხოველისგანაც იცავს თავს. მხრებისა და ფეხების სიშავე კი მას ჩრდილში, ტყეში დასამალად ეხმარება.

მეცნიერებმა პანდას დრუნჩის მუქი შეფერილობა სოციალური ქცევით უფრო ახსნეს, ვიდრე გარემოსთან ადაპტაციით. კვლევის თანახმად, სახეზე მსგავსი კონტრასტი სახიფათო სჩნას უფროა, ვიდრე თავდაცვითი და ამიტომ შესაძლოა, მტაცებლების დაფრთხობაში ეხმარება. ხოლო მუქი თვალების ირგვლივ მუქი ფერი მათ კომუნიკაციაში, ერთმანეთის ამოცნობაში ეხმარება.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პანდების შეფერილობა - ეს კომპრომისია, რომელიც სხვადასხვა ევოლუციური პროცესების გამო წარმოიშვა. ერთი მხრივ, პანდას შორ მანძილზე უწევს გადაადგილება - ტროპიკული ტყეებიდან დაწყებული თოვლიანი მთებით დამთავრებული. ეს შეფერილობა კი ეხმარება როგორც ტყეში, ასევე თოვლშიც. მეორე მხრივ კი, ისინი ხომ მხოლოდ ზოოპარკებში არ ცხოვრობენ. ველურ სამყაროში ისინი ჯგუფებში ცხოვრობენ და სახეზე, კერძოდ დრუნჩზე არსებულ შავ შეფერილობას, რომელიც ყველას განსახვევებული აქვს, ერთმანეთის ამოსაცნობად იყენებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42