BBC-ის ცნობით, წყვილის თქმით, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომელიც 2017 წლის ბოლოს მიიღეს.
ჯენიფერმა და ჯასტინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, თუმცა განქორწინების მიზეზებზე წყვილს არ უსაუბრია. მათი თქმით, ისინი „სანუკვარი მეგობრობის“ გაგრძელებას აპირებენ.
„ჩვენ ორი საუკეთესო მეგობარი ვართ, რომლებმაც როგორც წყვილმ, გზების გაყოფა გადავწყვიტეთ, თუმცა ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩენს სანუკვარ მეგობობას.
ჩვეულებრივ, ეს შეგვეძლო ჩუმად მოგვეგვარებინა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჭორის ინდუსტრიას სპეკულაციების გარეშე არ შეუძლია, გვინდა, სიმართლე პირდაპირ გითხრათ".
49 წლის ჯენიფერი და 36 წლის ჯასტინი, 2015 წლის აგვისტოში, ლოს ანჯელესში დაქორწინდნენ. ქორწინებამდე კი 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ეს ჯენიფერ ენისტონისთვის მეორე ქორწინებაა. 2000-2005 წლებში ის ბრედ პიტზე იყო დაქორწინებული.
2005 წელს კი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი დაიწყო ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ. ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.
2016 წლის სექტემბერში კი მსოფლიოს ულამაზეს და გავლენიან წყვილად აღიარებული ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შოკისმომგვრელი და სკანდალური განქორწინების შესახებ გახდა ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






