პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც 9 ოპოზიციური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები აწერენ ხელს, ნათქვამია რომ სააკაშვილის ქვეყნიდან დეპორტაცია არაკონსტიტუციურია.
„ კვირის დასაწყისში, 2018 წლის 12 თებერვლას, პრეზიდენტმა პოროშენკომ და მის მიერ კონტროლირებულმა ძალოვანმა სტრუქტრურებმა, ღიად არაკოსნტიტუციურად და უკანონო ქმედებებით - უხეშად გააძევეს ქვეყნიდან უკრაინელი პოლიტიკოსი, პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მოსაშორებლად, ხელისუფლებამ პოლიტიკური ანგარიშწორება გამოიყენა, დაარღვია ადამიანის უფლებები და სერიოზულად დააზიანა უკრაინის საერთაშორისო რეპუტაცია.
ეს დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას. ყველა თანამდებობის პირი, რომელმაც კანონი და საკუთარი მოვალეობები დაარღვია , განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნდეს.
ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას და მისთვის უკრაინის სასამართლოებში , ღირსებისა და უფლებების დაცვის მიცემის შესაძლებლობას, უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, მხარი დაუჭირონ ჩვენს მიმართვას.
უკრაინის ხელისუფლება საკუთარ თავს უფლებას აქცევს, მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსს ასე მოექცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი უკრაინელი მოქალაქე ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ და დაცულად. ჩვენ, როგორც იანუკოვიჩის დროს, დიქტატურის ზღვარზე ვართ.
მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებსა და დიპლომატებს, პრინციპული შეფასება მისცენ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება წარმატებით ატარებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






