დიახ!!! დიახ!!!! სირცხვილია და ამაზრზენია,როდესაც "ქართული ოცნების" სახელით საკრებულოს თავმჯდომარედ ნიშნავ ნაციონალური მოძრაობის ზონდერს. ადამიანს, რომელიც ტაშისკვრით მიესალმა 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიან დარბევებს; ადამიანს რომელიც მხარს უჭერდა სანდრო გვირგვლიანის, ბუტა რობაქიძის,ზურა ვაზაგაშვილის და სხვა ახალგაზრდების მკვლელებს; ადამიანს, რომელიც ვანო ხაჩირიშვილთან ერთად აგზავნიდა ზონდერებს რათა დაერბიათ საკნებში მსხდომი ოპოზიციის აქტივისტები; ადამიანს, რომელიც აყალბებდა და ძალადობდა ყველა არჩევნებზე; ადამიანს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და გიგი უგულავას ყურმოჭრილი მონა იყო; ადამიანს, რომელიც იმ შემთხვევაში თუ პირველ ოქტომბერს ნაცმოძრაობა გაიმარჯვებდა ერთ-ერთი პირველი იქნებოდა პოლიტიკური რეპრესიების განმახორციელებელთა ავანგარდში.
სირცხვილია და ხალხის დაცინვა, როდესაც არც ეკითხები და არც განუმარტავ თბილისის მოსახლეობას, თუ რა ნიშნით ნიშნავ ნაციონალების ზონდერს საკრებულოს თავმჯდომარედ. სირცხვილია, როდესაც პირველი ოქტომბრის მონაპოვარს ესეთ ლაფს სცხებ; სირცხვილია როდესაც თბილისელებს ეუბნები, რომ მათი აზრი სულ არ გაინტერესებს.
დიახ დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნეს ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ნაცი გახლდათ და რომელიც მუდმივად ებრძოდა ოპოზიციას!!!!
არ ვიცი ჩემი აღშფოთება როგორ გამოვხატო!!! დათრგუნული ვარ, რადგან ეს იმ პრინციპების, იმ დაპირებების, იმ ბრძოლის ღალატია, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ვაწარმოებდით 9 წლის განმავლობაში. ვერც ვიჯერებ,რომ ჩვენი დამბრბევი და ხალხის მწამებელი საკრებულოს თავმჯდომარედ დაგვინიშნეს, დაგვინიშნეს და თან არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ რაიმე ტიპის ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ ხალხისათვის.
მრცხვენია,ძალიან მრცხვენია,რომ ყველას (მათ შორის ჩემი) ბრძოლის შედეგად დედაქალაქის მმართველად ჩვენი მწამებელი, ავაზაკი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დაინიშნა. მრცხვენია. რომ ნაცზონდერები, იმის მაგივრად რომ ციხეში ისხდნენ, დღეს თბილისის ხელისუფლებაში ლიდერებად მოგვევლინენ. მრცხვენია და სირცხვილია ეს ყველაფერი!!!!!!
სანდრო ბრეგაძე
მასალის გამოყენების პირობები






