დიდი ბრიტანეთი რუსეთს კიბერშეტევის განხორციელებაში ოფიციალურად ადანაშაულებს
მსოფლიო - 12:55, 15 Feb, 2018     1750

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები 2017 წლის 27 ივნისს ვირუს-გამომძალველ NotPetya-ს (სხვა დასახელებები: Petya.A, Petya.D, ExPetya) მეშვეობით განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაში.

"დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლება, კერძოდ სამხედრო სტრუქტურები არიან პასუხისმგებლები 2017 წელის ივნისში NotPetya-ს მეშვეობით განხორციელებულ დამანგრეველ კიბერშეტევაზე. ეს შეტევა უკრაინის სუვერენიტეტისადმი განგრძობადი უპატივცემლობის ნათელი დადასტურებაა. ვირუსის გამოყენებამ ხელი შეუშალა სხვადასხვა ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას ევროპის მთელს ტერიტორიაზე და მილიონობით ევროს ზარალი გამოიწვია," - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორდი ტარიკ აჰმადი.

საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ კიბერშეტევა შენიღბული იყო როგორც დანაშაულებრივი აქცია, მაგრამ მისი პირველადი ამოცანა უკრაინის საფინანსო, ენერგეტიკული და სახელმწიფო სექტორის დაზარალება იყო.

"ამ ფაქტის საჯარო გაცხადება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები აღარ მოითმენენ მსგავსი ხასიათის ბოროტგანზრახულ კიბერშეტევას," - აღნიშნავენ საგარეო სამინისტროში.

შეგახსენებთ, ანტივირუსული პროდუქტების კომპანია ESET-ის მონაცემებით, აღნიშნული კიბერშეტევის შედეგად, უკრაინის ტერიტორიაზე კომპიუტერების 15% დაზიანდა, მათ შორის, საბანკო ქსელი, მასმედია, სავაჭრო ორგანიზაციები, საფოსტო მომსახურება და სახელმწიფო დაწესებულებები.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინფორმაცია 2018 წლის იანვარში The Washington Post-მაც გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ FBI-ის საიდუმლო მოხსენების მიხედვით, 2017 წლის 27 ივნისს ვირუსული შეტევა რუსეთის მთავარმა სადაზვერვო სამასახურმა (ГРУ) განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42