სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში - როდის შემოვკრათ განგაშის ზარს
ეს საინტერესოა - 10:42, 15 Feb, 2018     7145
სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პედიატრიული პათოლოგიაა. ბოლო პერიოდში მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში იმდენად გაიზარდა, რომ ეპიდემიის სახე მიიღო. 2013 წლის ჯანმო-ს მონაცემებით მსოფლიოში 42 მილიონი 0-5 წლამდე ბავშვი იყო მსუქანი და ჭარბ წონიანი, მოსალოდნელია 2025 წლისათვის ამ რიცხვის 70 მილიონამდე გაზრდა. სიმსუქნის და ჭარბი წონის პრობლემის ასე გამწვავება პირდაპირ კავშირშია არასწორ კვებასთან, არასაკმარის ფიზიკურ აქტივობასა და ეკრანთან (ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი და ა.შ) გატარებულ დიდ დროსთან.


სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებსა და მოზარდებში სერიოზული და მძიმე პათოლოგიაა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ რისკთანაა ასოცირებული, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ღვიძლის და სახსრების დაზიანება, ძილის დარღვევები, ასთმა, სქესობრივი მომწიფების და ფსიქო-სოციალური პრობლემები და სხვა.

სიმსუქნის და ჭარბი წონის განმარტება

ჭარბი წონად მიიჩნევა, როდესაც ბავშვის ან მოზარდის სხეულის მასის ინდექსი ასაკისა და სქესისათვის მოცემული სტანდარტის 85-ე პერცენტილს აღემატება.

სიმსუქნედ მიიჩნევა, როდესაც ბავშვის ან მოზარდის სხეულის მასის ინდექსი ასაკისა და სქესისათვის მოცემული სტანდარტის 95-ე პერცენტილს აღემატება.

სიმსუქნეს და ჭარბ წონასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური მისი პრევენციაა. მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ, როდესაც ოჯახში არის ჭარბი წონის, შაქრიანი დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებებით დატვირთული ანამნეზი. სიმსუქნის რისკის მატება ორსულობის დროს დედის კვების ტიპთან და წონის ნამატთან პირდაპირ კავშირშია.

პრევენციის საუკეთესო მეთოდებია:

  • ექსკლუზიური ძუძუთი კვება პირველი 6 თვის მანძილზე
  • დამატებითი საკვების მიცემა 6 თვიდან ძუძუთი კვებასთან ერთად, ჭარბი მარილის, შაქრის და ცხიმის შემცველი საკვებისგან თავშეკავებით.
  • ბავშვები და მოზარდები უნდა იღებდნენ რაც შეიძლება დიდი ოდენობით ბოსტნეულს და ხილს, რძის პროდუქტს, ხორცს და თევზეულს, მარცვლეულს და სხვადასხვა სახის თხილს.
  • კვების რაციონში ცხიმები და ადვილად ათვისებადი სახამებლის შემცველი საკვები უნდა იყოს აუცილებელ მინიმუმამდე შემცირებული.
  • ყველა ჯანმრთელი ბავშვი ყოველდღიურად, მინიმუმ 1 საათის განმავლობაში, უნდა იყოს ფიზიკურად დატვირთული.
  • „ეკრანული დრო“ დღეში 2 საათმდე უნდა შემცირდეს.
  • მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს შაქრის შემცველი გაზიანი სასმელების მოხმარება, სასურველია ჩანაცვლდეს წყლით. ასევე აუცილებელია რაციონში შეტანილი იქნას რძე, დღეში 1 ჭიქა მაინც.
  • აუცილებელია ბავშვებს მცირე ასაკიდანვე ვასწავლოთ ჯანსაღი არჩევანის გაკეთება როგორც საკვების, ასევე თავისუფალი დროის გატარების კუთხით.

2 წლის ასაკის ზემოთ ჭარბი წონის მქონე ყველა ბავშვი და მოზარდი წონის კორექციის პროგრამაში უნდა ჩაერთოს, რომელიც არსებული წონის შენარჩუნებას სიმაღლეში ზრდის ფონზე მოიცავს.

სიმსუქნით დაავადებულმა 6-11 წლის ბავშვებმა წონაში უნდა დაიკლონ სპეციალური ბალანსირებული დიეტის და ფიზიკური აქტივობის გაზრდის საშუალებით, ნელ-ნელა თვეში 0.5 კგ-ის ოდენობით.

სიმსუქნით დაავადებულმა 11 წელს ზევით ბავშვებმა და მოზარდებმა წონაში უნდა დაიკლონ ასევე ეტაპობრივად, სიმსუქნის ხარისხის მიხედვით კვირაში 0.5-1 კგ, საშუალოდ თვეში 2 კგ. სასურველია კვების კორექციის და ფიზიკური დატვირთვის ფონზე არსებული წონის წელიწადში 10-15 პროცენტით მოკლება და შენარჩუნება.

ყველა ჯანმრთელი ბავშვისათვის აუცილებლობადაა მიჩნეული დღეში 1 საათი მაინც ფიზიკური დატვირთვა, ჭარბწონიანი და მსუქანი ბავშვებისა და მოზარდებისათვის კი ის მკურნალობის აუცილებელი კომპონენტია. ფიზიკური დატვირთვის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი, უნდა შევურჩიოთ უფრო გუნდური და ნაკლებად ინდივიდუალური სპორტის სახეობები. ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ დატვირთვა იყოს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი. აუცილებელია დავიცვათ კვების რეჟიმი დატვირთვამდე და დატვირთვის შემდეგ; სასურველია საკვების მიღებისაგან თავის შეკავება ვარჯიშამდე და ვარჯიშიც შემდეგ 1-1.5 საათის განმავლობაში. სასურველია ფიზიკურ დატვირთვამდე სახამებლის შემცველი საკვების, ხოლო დატვირთვის შემდეგ ცილოვანი საკვების მიღება.

წარმატებული შედეგის მისაღწევად გადამწყვეტია ოჯახის წევრების სრული მხარდაჭერა, მთელი ოჯახი უნდა იკვებოს ჯანსაღად და იყოს დატვირთული ფიზიკურად. არაბალანსირებული დიეტა და ასაკისათვის შეუსაბამო ფიზიკური დატვირთვა, ძალიან სწრაფი წონის კლება და კვლავ წონის მატება განსაკუთრებით საზიანოა ბავშვის და მოზარდის ჯანმრთელობისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42