ბელორუსში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 43 წლის გელა ქარდავა იგივე „გელა გალსკი“ და 44 წლის სულიკო შარიქაძე იგივე „სულიკო თბილისკი“ დააკავეს.
შეგახსენებთ, 19 იანვარს, ბელორუსის მედიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გელა ქარდავა 17 იანვარს, სულიკო შარიქაძე კი 18 იანვარს მინსკის აეროპორტში დააკავეს.
გელა ქარდავას რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. დაკავებისასა მან დაადასტურა, რომ „კანონიერი ქურდია.“ მისივე თქმით, ბელორუსში რუსეთიდან ჩავიდა 16 იანვარს, საიდანაც სტამბოლში აპირებდა წასვლას, ე.წ. ქურდულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქარდავამ „სტატუსი“ 22 წლის წინ მიიღო. „გელა გალსკი“ ასლან უსოიანის დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც დედ ჰასანის სახელით არის ცნობილი და რომელიც 2013 წელს მოკლეს.
რაც შეეხებ სულიკო შარიქაძეს, ბელარუსში რეგისტრაციისა და მიგრციის ბარათის გარეშე იმყოფებოდა. ის რუსეთის ციხიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, სადაც ნარკოტიკების მომხარებისა და იარაღის უკანონო შენახვის გამო იჯდა
მასალის გამოყენების პირობები






