შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა
სამართალი - 14:27, 27 Jul, 2013     652
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონში მოქმედი, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და ძალადობის გამოყენების მუქარით დიდი ოდენობით ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფი დააკავეს.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 20 მაისს, გალის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ექვსი პირი, რომლებმაც სახლიდან გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ძვირფასი ნივთები და მძევლად აიყვანეს ოჯახის ერთი წევრი, ხოლო გატაცების შემდეგ მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა 60 000 აშშ დოლარის ოდენობით. ოჯახის მხრიდან 20 000 აშშ დოლარის გადახდის შემდგომ მძევალი გაათავისუფლეს.

 

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2013 წლის 26 ივლისს ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს ხსენებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1978 წელს დაბადებული თ.ჭ, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა გამოძალული თანხის ნაწილი და გატაცებულის ნივთები, ასევე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია "მაკაროვი"-ს სისტემის ცეცხლასასროლი იარაღი, ერთი მჭიდითა და რვა ცალი ვაზნით; 1979 წელს დაბადებული რ.ე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა გატაცებული პირის ოჯახისაგან გამოძალული თანხის ნაწილი და ნარკოტიკული საშუალება; 1978 წელს დაბადებული ჭ.ნ, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს გამოძალული თანხის ნაწილი, ხოლო მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება - "მარიხუანა".

 

მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული ჯგუფის სხვა წევრთა დასაკავებლად და მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ფაქტების დასადგენად.

 

გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქ/პუნქტით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42