მალხაზ პატარაია: ,,ვირს მესია ვერაფერს უშველის, სახედარი სახედარია…“
საზოგადოება - 13:48, 27 Jul, 2013     1261



ისე, რა ტრაგიკომიკური ამბავია ეს ჩვენი სინამდვილე. ყოფილი ,,ნაციონალი" თბილისის საკრებულოს თავკაცად ტაშით და ოვაციით წამოაყენა ,,ქართულმა ოცნებამ" და დანარჩენმა ოპოზიციურმა კომპანიამ.



მითხარით ომი, სადაც მტრის დეზერტირს საკუთარ სარდლად ამწესებდნენ. ასეთი ომი არ არსებობს. ეს მეომრულ წესებს არღვევს და ამნაირი ჯარი მხოლოდ დემორალიზაციისა და დამარცხებისთვის არის განწირული.



იუდა ისკარიოტელისათვისაც მღვდელთმთავრობა არავის შეუთავაზებია. მას 30 ვერცხლი აკმარეს. რომელი საზოგადოებაა უფრო მორალური, დღევანდელი ჩვენი თუ იმდროინდელი ებრაული. ეს რიტორიკული შეკითხვისთვის, თორემ ქვეყანას, რომელიც საზოგადო საქმეში თეთრს შავისგან ვერ არჩევს, კარგი დღე რომ არ მოელის, ცხადია.



ომშიც და მშვიდობაშიც არსებობს აუცილებელი დაუწერელი კანონები, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის და მათი დაცვის გარეშე ადამიანები ადამიანურ სახეს კარგავენ. თუმცა, არსებობს ქცევის წესები, უფრო სწორად უწესობები, რომლებიც როგორც ჩანს რუსული ოლიგარქიული ცხოვრებისათვის ძალუმად არის დამახასიათებელი და რასაც ზნეობრივი განურჩევლობა ჰქვია.




ეს დანიშვნა–არჩევაც ალბათ ამ ,,წესების" ანარეკლია და კიდევ ჩვენი უჭკუობისა და უსულგულობის.




ვირს მესია ვერაფერს უშველის, სახედარი სახედარია, ლაგამამოდებული, სახრემოღერებული პატრონის მორჩილი და საპალნის დამცირებული მზიდველი. ხანდახან გაჯიქდება, მათრახიც რომ არ შველის. მაგრამ წინ მატყუარა ბალახ–ბულახს ჩამოუკონწიალებენ და ისევ აგრეძელებს სვლას, საითაც ბატონს უნდა.

ნუთუ რაცა ვართ, სულ ესა ვართ? იქნებ დროა გამოვფხიზლდეთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42