როგორც აღმოჩნდა, ჯიჯის ჰაშიმოტოს დავადება აქვს, რა დროსაც იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს უტევს, რაც დროთა განმავლობაში ფარისებრიდან ჰორმონის გამოყოფას ამცირებს.
22 წლის ჯიჯი ჰადიდმა კრიტიკას თვითერზე უპასუხა
„მათ, ვისაც ასე ძალიან გაინტერესებთ , რატომ იცვლება ჩემი სხეული წლების განმავლობაში, შეიძლება არ იცოდეთ, რომ 17 წლის ასაკში როდესაც მოდელობა დავიწყეთ, ჯერჯერობით არ მქონდა ჰაშიმოტოს დაავადების დიაგნოზი დასმული. მაშინ, ვინც მეუბნებოდით რომ "ზედმეტად დიდი ვიყავი ამ ინდუსტრიისთვის" თქვენ უყურებდით ჩემს წყლით შებერილ სხეულს.
ბოლო რამდენიმე წლის განმaვლობაში, მე ვმკურნალობდი ამ სიმპტომებს, დაღლილობას, მეტაბოლიზმის პრობლემებს, სხეულის უნარს სითბო შეენარჩუნებინა და ა.შ.
ამავდროულად, სტრესი და მგზავრობა მოქმედებს ჩემს სხეულზე, მიუხედავად იმისა, რომყოველთვის ერთანირად ვჭამ, ჩემი სხეული ამაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს, მაგრამ ახლა ჩემი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა. მე შეიძლება მართლაც ვარ "ძალიან გამხდარი", მაგრამ გულწრფელად, ასე სულაც არ მინდა ვიყო. თუმცა, ახლა შინაგანად თავს უკეთ ვგრძნობ და ჯერაც ვსწავლობ ჩემს სხეულს ყოველ დღე, ისევე როგროც ყველა.
აღარ ვაპირებ ოდესმე ვისაუბრო, რატომ გამოიყურება ჩემი სხეული ასე. ნუ განსჯით სხვებს! მაგრამ ნარკოტიკები, ეს ჩემი საქმე არ არის, შეწყვიტეთ ჩემი დაკავშირება მასთან მხოლოდ იმიტიმ, რომ ჩემი სხეულის შესახებ არაფერი იცით.
გთხოვთ, როგორც სოციალური მედიის მომხმარებლებმა და როგორც უბრალოდ ადამიანებმა, ისწავლეთ სხვა დამიანების თანაგრძნობა და იცოდეთ, რომ არასოდეს იცით რეალური ამბავი. გამოიყენეთ თქვენი ენერგია იმისთვის, რომ აღფრთოვანდეთ სხვებით და ნუ იქნებით მათ მიმართ მკაცრი" - წერს ჯიჯი.
ჯიჯი ჰადიდი კარიერის დასაწყისში:



ახლა:



მასალის გამოყენების პირობები






