ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში მოქმედი რუსული ქვედანაყოფის "Вагнер"-ის მებრძოლების განადგურების შესახებ რუსი პოლიტიკოსებიც ალაპარაკდნენ.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტია "Яблоко"-ს ლიდერი გრიგორი იავლინსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საჯაროდ უნდა აუხსნას რუს ხალხს, სირიაში რუსეთის მოქალქეების მასიური დაღუპვის მიზეზები.მსოფლიოს ყველა საინფორმაციო საშუალებაში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიაში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე დაიღუპა, - აცხადებს იავლინსკი.
"რუსეთის ოფიციალური პირებისგან ისმის ურთიერთგამომრიცხავი კომენატრები - დაწყებული მომხდარის უარყოფით და ცინიკური განცხადებებით დამთავრებული, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი იმ მოქალაქეების ბედზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში, კერძო სამხედრო ოპერაციებში კონტრაქტის გამო მონაწილეობენ. ეს განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურად იმიტომ ჟღერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც არავინ უარყოფს, "Bагнер"-ის მებრძოლები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებზე გადიან წვრთნას, იღებენ რუსეთის ოფიციალურ ჯილდოებს კრემლში და ფაქტიურად რუსეთის სამხედრო უწყების სპეცდანიშნულების რაზმს წარმოადგენენ. და ეს იმ დროს, რომ დაქირავებული სამსახური და კერძო სამხედრო კამპანიებში მონაწილეობა რუსეთში კანონით აკრძალულია," აცხადებს იავლნსკი.
იავლინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად ან უნდა უარყოს, ან დაადასტუროს ეს ფაქტი.
"თუ რუსეთის მოქალაქეთა მასორივი დაღუპვის ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, შესაბამისმა ორგანოებმა და პირველ რიგში ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ეს მთელ ქვეყანას უნდა განუცხადოს და დაასახელოს, თუ ვინ აგებს ამაზე პასუხს," - მოითხოვს პრეზიდენტობის კანდიდატი.
მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა ახსნას, თუ რატომ მონაწილეობენ რუსეთის მოქალაქეები სირიაში სახმელეთო ოპერაციებში, მიუხედავად პუტინის განცხადებისა, შეიარაღებული ძალების სირიიდან გამოყვანისა და ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასრულების შესახებ.
"პუტინმა საჯაროდ უნდა მოახსენოს ხალხს, რუსი მეომრების მოქმედების შესახებ სირიაში და დაასახელოს დაღუპულთა ზუსტი რიცხვი, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის ქვედანაყოფში მსახურობდნენ ისინი. ასევე, აუცილებელია გაკეთდეს საჯარო მოხსენება სირიაში ამერიკულ ქვედანაყოფებთან კომუნიკაციის თაობაზე, რადგან როგორც ჩანს იზრდება რუსეთისა და აშშ-ის ქვედანაყოფების შემთხვევითი თუ შეგნებული შეტაკების საფრთხე," - აცხადებს იავლინსკი.
მასალის გამოყენების პირობები






