51 წლის არუნ მარვაჰა, რომელიც პენსიაზე გასვლას მომავალ წელს გეგმავდა, პარაშუტით ხტომის ინსტრუქტორი იყო და საჰაერო არმიას წვრთნიდა.
როგორც ABC იტყობინება, ორმა პაკისტანელმა აგენტმა სავარაუდოდ, ყალბი ფეისბუკპროფილების მეშვეობით, სამხედროს მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა. ფეისბუქზე დაწყებული საუბარი საუბრები კი WhatsApp-ში გაგრძელდა.
პოლიციის ცნობით, მარვაჰამ საკუთარი ტელეფონით ინდოეთის საჰაერო სამხედრო ძალების შტაბბინაში ორ საიდუმლო დოკუმენტს ფოტო გადაუღო, რომლებიც ინდოეთის სპეციალურ ოპერაციულ ძალებს, ასევე ახალ კიბერ და სატელიტურ ინფორმაციას ეხებოდა.
მარვაჰა მას შემდეგ დააკავეს, რაც ინდოეთის საჰაერო ძალების შტაბ-ბინაში ტელეფონი შეიტანა, რადგან ეს სამხედრო წესებით აკრძალულია, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარა.
სანამ ეჭვმიტანილს პოლიციას გადასცემდნენ, ის სამხედრო დაზვერვამ დაკითხა.
სამხედროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ეს პირველი შემთხვევა არ რის, როდესაც ინდოელი სამხედრო უცხოელ ჯაშუშებთან კავშირისთვის დააკავეს.
2015 წელს, სამხედრო მფრინავი დააკავეს პაკისტანელი ჯაშუშისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც მას ბრიტანელ ჟურნალისტად გაეცნო და საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ მას ფული შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები






