ტერორისტული ორგანიზაცია "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ყოფილმა "თავდაცვის მინისტრმა", პრორუსმა სეპარატისტმა იგორ გირკინმა (სტრელკოვმა) განაცხადა, რომ მას სხვადასხვა არხებით მიუვიდა ინფორმაცია ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ სირიაში მოქმედი რუსული ქვედფანაყოფის "Вагнер"-ის მებრძოლების განადგურების შესახებ.
"ისინი გაანადგურეს - ეს ასპროცენტიანია. უკვე ცხადია, რომ მოკლულთა რაოდენობა ასეულობითაა, ბევრი ჩვენი თანამებრძოლიც იყო, დონბასიდან, ვწუხვარ მათი უაზრო დაღუპვის გამო. ეს ინფორმაცია უშუალოდ სირიიდან მივიღე, საუბრობენ 644 დაღუპულზე, იქამდე 217-ს აცხადებდნენ... შესაძლებელია, რადგან იმ 500 კაციან კოლონაზე კონტრშეტევის გარდა, ამერიკელების ავიაციისა და არტილერიის მიერ მთლიანად "მოწმენდილია" პლაცდარმი ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელსაც ვაგნერელები აკონტროლებდნენ. ამბობენ, რომ განადგურებულია სხვა ქვედანაყოფიც, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფი. ცხადია, ამხელა მსხვერპლის დამალვა, "ნაგვის ხალიჩის ქვეშ შეყრა", მალე შეუძლებელი იქნება," - აცხადებს გირკინი.
7 თებერვალს, აშშ-სა და რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების შეტაკების შედეგად, განადგურდა რუსების დაჯგუფების ცოცხალი ძალის 80%. შემდეგ, სახმელეთო შეტევის სამხედრო თვითმფრინავის - АС130-ისა და შემტევი ვერტმფრენის ორი წყვილის გამოყენებით, რომელთაც ზურგს გამანადგურებელი F22 უმაგრებდათ, ამერიკელებმა სრულიად გაწმინდეს ტერიტორია. რუსული დაჯგუფების დანაკარგი ტექნიკის 90% და ცოცხალი ძალის 70-80%-ია. ამერიკელებს კი ერთი ჯარისკაციც კი არ დაჭრიათ.
რუსეთის ოფიციალური პირები და მედია დუმს. კრემლი ყოველთვის აცახდებდა, რომ სირიაში ცოცხალი ძალა არ ჰყავს, შესაბამისად იძულებულია "დუმილის უფლება" გამოიყენოს. ზოგიერთი აცხადებს, რომ რუსების დანაკარგი 600 ადამიანზე მეტია.
მასალის გამოყენების პირობები






