"მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის დეპორტაცია ევროპაში პოროშენკოს სასურველ მშვიდობას არ მოუტანს. მიშას დეპორტაციით ისტორია არ დასრულებულა. ბანკოვაიაზე მიაჩნიათ, რომ მოიშორეს სააკაშვილი, მოაშორეს ის უკრაინის ტერიტორიას და ამით საპროტესტო მოძრაობა ჩაწყნარდება. პირიქით, რეალურად სააკაშვილის დეპორტაცია პროტესტის რადიკალიზაციას გამოიწვევს. საპროტესტო აქციების ლიდერობის ადგილის დაკავებისთვის უკვე რიგი დადგა, ხოლო ხალხში დიდი საპროტესტო მუხტია დაგროვილი, რაზეც სოციოლოგების უმრავლესობა საუბრობს. უკმაყოფილების ძალის გამოყენებით ჩახშობა კრიზისს მხოლოდ გააღრმავებს. ახლა თავის ძალას ქუჩაში, მაგალითად, იულია ტიმოშენკო და თუნდაც სემიონ სემენჩენკო მოსინჯავენ.
უახლოეს მომავალში, მარტის დასაწყისში მოსალოდნელია აქციების ახალი ტალღა, რომელსაც ალბათ «Батькивщина» ჩაუდგება სათავეში, ვადამდელი არჩევნებისა და პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით. გამოჩნდებიან ახალი ლიდერები და პოლიტიკური პროექტები. არ გამოვრიცხავ, რომ ევროოპტიმისტების რადიკალური ფრთას, «Освобождение»-სა და "РУХ НОВЫХ СИЛ"-ს "მეორე სუნთქვა გაეხსნება" "მიხომარშების" გამართვისათვის. თუ ადრე ამ აქციებს სხვა ლიდერები არ უერთებოდნენ იმის გამო, რომ მათ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, ახლა ლიდერის ნიშა თავისუფალია.
არჩევნები იმაზე ახლოა, ვიდრე გგონიათ," - აცხადებს ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები






