"ეს ცუდია უკრაინისთვის და უარესია საქართველოსთვის.
ფარული პოლიტიკური მოტივით კანონის გამოყენებას შესაძლოა, კანონიერების ნიშნები ჰქონდეს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ცუდი გადაწყვეტილებაა" - წერს კარპენტერი.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, საქართველის მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერშუ პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.
მასალის გამოყენების პირობები






