პოპულარული გამოცემების დიდი ნაწილი სააკაშვილის დაკავებას "მოტაცებას, მოპარვას" უწოდებს და დეტალურად აღწერს მისი რესტორნიდან გატაცებას.
მიხეილ სააკაშვილი, უკრაინული ოპოზიციის ლიდერი, პოლონეთში გაგზავნეს მას შემდეგ, რაც ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიჭირეს - წერს The Independent
Financial Times: - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრინული პოლიტიკის ოპოზიციონერი გახდა, უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ.
ამერიკის ხმა: უკრაინული ოპოზიციის ლიდერი მოიპარეს და პოლონეთში გააძევეს.
The Washington Post: უკრაინამ ოპოზიციონერი ლიდერის პოლონეთში დეპორტაცია მაოხდინა
The New York times: საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის რესტორანში მოიტაცეს და პოლონეთში გააძევეს
Deutsche Welle: უკრაინის ოპოზიციის ლიდერი სააკაშვილი კიევის რესტორნიდან გაიტაცეს.
Bloomberg: უკრაინამ უარი თქვა საქართველოს ყოფილი ლიდერის დამატებით დაცვაზე, რომელიც უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა და პოლონეთში გააძევა.
The Guardian: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეიარაღებულმა პირებმა კიევში დააკავეს.
შეგახსენებთ, 12 თებერვალს, საქართველის მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერშუ პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.
მასალის გამოყენების პირობები






