კონსულტაციებს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტრანსპლანტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელიო, პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე და ჰეპატოლოგი სოფიო ბერიძე ჩაატარებენ.
ჰეპატო-ბილიარული სისტემის დაავადებების მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ მაღალია და მათი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც 2014 წლიდან დღემდე ღვიძლის გადანერგვის 15 ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.
ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან და ჰეპატოლოგთან მიღება 11:00-დან 17:00 სთ-მდე გაგრძელდება. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05 მის:თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი.
მასალის გამოყენების პირობები