თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კრიტიკულია და გაწყვეტის პირასაა - მევლუთ ჩავუშოღლუ
მსოფლიო - 17:07, 12 Feb, 2018     1626
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კრიტიკულია და სრული გაწყვეტის რისკიც არსებობს.

ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის რექს ტილერსონის ვიზიტამდე განაცხადა.

„აშშ-სთან კავშირები კრიტიკულ ზღვარზეა. ჩვენ ან გამოვასწორებთ ამ ურთიერთობებს, ან ის სრულიად გაწყდება” - განაცხადა თურქეთის პირველმა დპლომატმა.

მისი თქმით, თურქეთი ვაშინგტონისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს.

„დაკარგული ნდობა აღდგენას საჭიროებს. ნდობის დაკარგვის მიზეზი კი თავად შეერთებული შტატებია“ - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცადა, რომ შეერთებული შტატები სირიაში, თურქეთის, ირანისა და რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებიც იქ ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ.

თურქეთმა სირიაში, აფრინში სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის სამხედრო ოპერაცია ქურთისტანის მუშათა პარტიისა და მისი განშტოებების წინააღმდეგ არის მიმართული. ერთ-ერთი მათგანი „სახალხო თავდაცვის ძალები“ კი ვაშინგტონის მოკავშირეა ISIS-თან ბრძოლაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42