წყაროს ცნობით, სადილის დასრულებიდან ცოტა ხანში ერთდროულად რამდენიმე ათეულ ჯარისკაცს დაეწყო ტკივილი მუცლის მიდოამოებში, ადგილობრივი სამედიცინო შემოწმების სედეგად კი დადგინდა, რომ მათ მოწამვლის ნიშნები აქვთ.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ამ დრომდე სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გართულებები არ შეინიშნება, თუმცა, არაა გამორიცხული, მოწამლულთა ჰოსპიტალიზების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სენაკის სამხედრო ბაზას რეჟისორი რობერტ სტურუა სტუმრობდა, რომელმაც ჯარისკაცებთან საუბრის შემდეგ მათთან ერთად ისადილა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.
"ნიუპოსტმა" ჯარისკაცების მოწამვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება თავდაცვის სამინისტროშიც სცადა, თუმცა პრესსამსახურის ჩვენთვის ცნობილ საქალაქო ტელეფონებზე ზარებს არ უპასუხეს.
მასალის გამოყენების პირობები






