საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:45, 12 Feb, 2018     1170
2017 წლის, 3 ივლისს საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა წყარომ, განაცხადა, რომ ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო („საქართველოს ბანკის ჯგუფი“ - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის („საქართველოს კაპიტალი“ - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებენ. აღნიშნული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. პროცესის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად, ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

„ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება, ბიზნესებს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში, დამატებით შესაძლებლობას მისცემს მეტი მოქნილობით მართონ საკუთარი რესურსები და მისდიონ საკუთარ სტრატეგიას. „ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კაპიტალის“ წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, პროცესის დასრულების შემდეგ, 19.9% იქნება, ნაცვლად, 2017 წლის ივლისში გამოცხადებული, 9.9%-ისა. ამასთანავე, ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად „საქართველოს კაპიტალს“ შეეზღუდება ხმის მიცემის უფლება და „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ დანარჩენი აქციონერები განსაზღვრავენ თუ როგორ მისცეს „საქართველოს კაპიტალმა“ ხმა აქციონერთა კრებაზე. „საქართველოს კაპიტალი“ ხმის უფლებას დაიბრუნებს „საქართველოს ბანკში“ მისი წილის 9.9%-მდე შემცირების შემდეგ. ორივე კომპანიას - „საქართველოს კაპიტალს“ და „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ ეყოლებათ დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები.

აღსანიშანვია, რომ „ბიჯეოს“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს კაპიტალის“ წილი „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, პროცესის დასრულების შემდეგ, იყოს 19.9%, ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს როგორიც არის - კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საინვესტიციო კომპანიის მოსალოდნელი საბაზრო კაპიტალიზაცია, მხარი დაუჭიროს ფუტსი (FTSE) 250 უმსხვილეს კომპანიებს შორის განთავსების შესაძლებლობას და საფონდო ბირჟაზე ლიკვიდობის მაღალ მაჩვენებელს.

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. საქართველოს ბანკი კი კვლავინდებურად შესთავაზებს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზინგს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელარუსში.

„საქართველოს კაპიტალი“-ი მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), 100%-ს კომპანია „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU), 100%-ს კომპანია „m2 უძრავი ქონება“, 76% წილს „თელიანი ველი“-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში (აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42