თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მაკა გვარამიამ სიცრუე უწოდა ბრალდებას, თითქოს მისი უწყება გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან, რათა პაციენტების შეყვანა სწორედ ამ კლინიკებში მოხდეს.
„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. მათ არგუმენტად მოყავთ მხოლოდ ერთადერთი რამ, აუდიტის დასკვნა. აქვე მინდა ავღნიშნო, ამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომ ეს არის 2014-15 წლების აუდიტის დასკვნა. კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ იმით, რომ თითქოს და ჰოსპიტალიზაცია მათ კლინიკებში შემცირდა. ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ განვითარდა ჰოსპიტალური სექტორი. ანუ კლინიკების რაოდენობამ კლასტერებში იმატა. შესაბამისად, კონკურენტული გარემოც შეცვლილია. აქედან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახორციელებს პაციენტების გაყვანას კლინიკებში, კონკრეტული კლინიკების სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიების და პაციენტების შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით. არსებობს კერძო დაზღვევაში მყოფი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, შესაბამისად, ამ პაციენტებს გააჩნიათ მოთხოვნა, რომ ისინი იყვნენ გადაყვანილი კონკრეტულ პროვაიდერ კლინიკებში, ამის შესახებ კეთდება სამედიცინო ბარათზე ჩანაწერი“ - განაცხადა მაკა გვარამიამ.
მაკა გვარამია სასწრაფო დახმარების ცენტრის გარშემო ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს და გარკვეული პირების ინტერესებს უკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები