რა ვჭამოთ ძილის წინ? - რჩევები, რომელიც უნდა იცოდეთ
ეს საინტერესოა - 11:30, 11 Feb, 2018     5570
მშვიდი ძილი რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამაზე არავინ დაობს. ძილის ნაკლებობა წონაში მატებასაც უწობს ხელს. კარგია, ვიცოდეთ, რისი მიღებაა რეკომენდირებული ძილის წინ და რა არ უნდა მივირთვათ.

თბილ რძეს შეუძლია მარტივად მოგვაროს ადამიანსს ძილი. ამის მიზეზი ტრიპტოფანია, რომელიც ძილის სტიმულაციას ახდენს და ყოველდღიურ პროდუქტებში შედის. ასეთ საკვებს მიეკუთვნება: თხილი, მარცვლოვნები, ბანანი, თაფლი, კვერცხი... დაძინებამდე 2-3 საათით ადრე რძის, კრეკერების, იოგურტის ან ყველის მიღება ადამიანს ამშვიდებს და სისხლში ტრიპტოფანის დონეს ზრდის.

თუ უძილობა გაწუხებთ, საჭმლის ძილის წინ მიღებაც შეიძლება. მცირეოდენი სასუსნავი აუცილებლად შეგიქმნით ძილის განწყობას. ოღონდ, ცხადია, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. ნოყიერი და ჭარბი საკვები დისკომფორტს შეგიქმნით და ასე დაძინებებაც უფრო გაგიძნელდებათ.

ცხიმიან საკვებს ორგანიზმი ძნელად გადაამუშავებს. ასეთი საკვები ნაკლებად სასარგებლოა და წონაში მატებას უწყობს ხელს. არცაა გასაკვირი რომ მძიმე ვახშმის შემდეგ სააბაზანოში შესვლა რამდენჯერმე მოგიწიოთ. ეს კი ხშირად ღამის საათებში ხდება ხოლმე.

ყველასთვის ცნობილია რომ კოფეინი ძილის ერთ-ერთი პირველი მტერია. ამის გამო ბევრი ადამიანი საღამოს ყავაზე უარს ამბობს, თუმცა უმეტესობამ არ იცის, რომ შოკოლადი, კოლა და ჩაიც კოფეინის საკმაო რაოდენობას შეიცავს. დაძინება გაგიადვილდებათ, თუ ძილის წინ ამ პროდუქტებზეც უარს იტყვით.

კოფეინის საკმაო რაოდენობას შეიცავს ზოგიერთი მედიკამენტიც. მაგალითად, წონაში დასაკლები აბები ან გაციების საწინააღმდეგო საშუალებები. მათში შეიძლება იმაზე მეტი კოფეინიც კი იყოს, ვიდრე ერთ ფინჯან ყავაში. წამლის მიღებამდე აუცილებლად წაიკითხეთ მისი შემადგენლობა.

ალკოჰოლის მიღებას მომენტალური შედეგი აქვს: იგი ძილს მაშინვე გვგვრის, თუმცა უარყოფითი მხარეებიც გააჩნია:

ხშირ შემთხვევაში ადამიანს მალევე ეღვიძება; ორგანიზმი ძნელად ახერხებს დასვენებას; ხშირია ღამით ოფლიანობა; თავისტკივილი გამოღვიძების შემდეგ; კოშმარები.

დაძინებამდე 4-6 საათის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება რეკომენდირებული არაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42