რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ კიევის სასტუმროში, სასტუმრო Fairmont Grand Hotel -ში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმელები მის დასაკავებლად მივიდნენ. გავრცელებული ცნობით, ისინი სასტუმროს დაცვამ არ გაატარა და ჟურნალისტების დანახვაზე სპეცრაზმელებმა სასტუმრო დატოვეს.
სააკაშვილმა სასტუმრო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, სასტუმროში მეგობრებთან შესახვედრად მივიდა.
„ჩვენთან შემოვიდნენ და გვითხრეს, რომ შეიარაღებულ ხალხი ჩემს დასაჭერად მოვიდა. შევეცადეთ ლიფტში შესვლას და ზედა სართულებზე ასვლას. დაცვამ „ალფას“ დოკუმენტები მოსთხოვა და აღმოჩნდა, რომ მათ სასამართლოს ბრძანება არ ჰქონდათ“ - განაცხდა სააკაშვილმა
სააკაშვილის თქმით, ისინი მის დაკითხვაზე წაყვანას შემდეგ კი დეპორტაციას აპირებდნენ.
„დღეს დანიშნულია რამდენიმე დაკითხვა ცრუ საქმეზე, რომელზეც წავეყნავე. ამ დაკითხვების შემდეგ ისინი ჩემს დეპორტირებას აპირებდნენ.
პოროშენკო ახლა მეჯლისზე გაუბედურებული უკრაინელების ხარჯზე ცეკვავს და სანამ ის არ არის, ჩემი გაძევების ბრძანება გასცა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
„პეტია, ვის ეძებ? ეძებე ბებიაშენი! მე ყოველთვის ხალხის წინაშე ვიქნები“ - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






