კომფორტის შექმნისა და მისი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ადამიანისთვის გადასახადების ერთ სივრცეში მოქცევა.
ონლაინ გადახდები - ყველანაირი აუცილებელი, საყოფაცხოვრებო, კომფორტისა თუ გართობისთვის შესაბამისი გადახდის საშუალებაა ერთ ციფრულ სივრცეში. ეს არის ტრანზაქციების შესრულების მაქსიმალურად გამარტივებული გზა. წლების წინ, წარმოუდგენელი იყო თითის ერთი დაჭერით მობილურის ბალანსის შევსება, შემდეგ კომუნალური გადასახადისა თუ პატრულის ჯარიმის გადახდა და ამასთან ერთად, იგივე საიტზე, იგივე დროს, რომელიმე ონლაინ მაღაზიაში თანხის შეტანა.
ადამიანები, დროის უქონლობის გამო, ხშირად ვერ ახერხებდნენ გადასახადების გადასახდელად კომპანიებში მისვლას, ხდებოდა ვადის გადაშორება და ამის გამო დამატებითი თანხების - ჯარიმების დაკისრება.
დღესდღეობით, შეიქმნა ონლაინ სივრცეები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ წარსულში დარჩენილი ლოჯისტიკური პრობლემები. გადახდის ინიცირების გაუმჯობესებულმა გზებმა და სხვადასხვა საგადასახადო კომპონენტის ერთ ციფრულ სივრცეში თავმოყრამ, გაამარტივა მომხარებლის გამოცდილება და აღმოფხრა აფილირებული ტრადიციული პრობლემები. მომხმარებელმა შესაძლოა თავიდან აიშოროს ვადის გადაცდენა, დაჯარიმება და სხვა მრავალი არასასიამოვნო ფაქტი.
Gadaixade.ge-ს უნიკალური პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიხადოს ნებისმიერი სასურველი გადასახადი მარტივად და სწრაფად. ერთ სივრცეში მოქცეულია სერვისების ფართო, ფუნქციური და მრავალფეროვანი არჩევანი. იგი მომხმარებელს ემსახურება კვირის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის განმავლობაში. მისი სერვისი მოიცავს მთელ საქართველოს. მისი მომსახურება ვრცელდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებზე.
უამრავი ფუნქციისა და სერვისის გარდა, Gadaixade.ge მომხმარებელს, წამახალისებელი გათამაშებების საშუალებით, შესაძლებლობას აძლევს მოიგოს სოლიდური პრიზები, ფულადი ჯილდო და Iphone 8. 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, მან კონკურსის ფარგლებში, გაათამაშა სამი ცალი Iphone 8 და მომხმარებელს გაუხალისა ახალი წლის დადგომა.
მრავალი მომსახურების ერთ სივრცეში მოქცევა არის დროის დაზოგვის გარანტია. "ონლაინ გადახდები" მომხმარებელს თავიდან აშორებს ჯარიმებს დიდი თანხების ოდენობით, გადაცდენის გამო. ასევე, საშუალებას აძლევს ნებისმიერი წერტილიდან, შეავსოს მობილური ოპერატორის ბალანსი. "ონლაინ გადახდები" მომხმარებლისთვის ყოველდღიურ საჭიროებად და ცხოვრების გამარტივებისთვის აუცილებელ კომპონენტად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები






