აშშ-ში საერთაშორისო კიბერკრიმინალური დაჯგუფება გამოავლინეს
მსოფლიო - 17:47, 08 Feb, 2018     1358

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოავლინა საერთაშორისო კიბერკრიმინალური დაჯგუფება Infraud Organization, რომელიც 2010 წლიდან არსებობს და მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციას 530 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ნევადის შტატში გაიმართება, სადაც, პროკურატურის განცხადებით, იგი მორიგ ოპერაციას გეგმავდა, რომელიც 2,2 მილიარდი დოლარის ზარალს მოიტანდა.

დაჯგუფებაში 36 პირი იყო გაერთიანებული, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ. ჯგუფის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო უკრაინელი სვიატოსლავ ბონდარენკო, რომელიც მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბონდარენკო უკვალოდ გაქრა, ჯგუფის თანადამფუძნებელმა რუსმა სერგეი მედვედევმა ჩაანაცვლა. ჯგუფის წევრები იყვნენ პაკისტანელი ამჯადა ალი ჩაუდარი, ბრიტანელი ენტონი ნნამდი ოკეაკპუ, ეგვიპტელი ოსამა აბდელჰამიდი, კოსოვოელი ბესარტ ჰოჯა, იტალიელი ჯენარო ფიორეტი, რუსი ანდრეი ნოვაკი. მოლდაველი ვალერიან კიოკიუ, კოტ-დივუარელი რამი ფავაზი და სხვ.

დღეისათვის დაკავებულია ჯგუფის 13 წევრი, წარმოშობით აშშ-დან, ავსტრალიიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და სერბეთიიდან.

გამოძიების თანახმად ჯგუფის "არსენალში" სხვადასხვა სახის კიბერდანაშაული იყო. ისინი ავტომატიზებული გაყიდვების სისტემით, ინტერნეტში ყიდნენ მოპარულ საკრედიტო ბარათების რეკვიზიტებს, მოპარულ საფინანსო და საბანკო ინფორმაციას, ვირუსულ და ჰაკერულ პროგრამებს. ასევე ისინი ამზადებდნენ ყალბ პირადობის მოწმობებს და საკრედიტო ბარათებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის შიდა ფორუმებზე დარეგისტრირებული იყო 10 901 ადამიანი. ჯგუფში ერთგვარი წესდება და შინაგანაწესი მოქმედებდა. მათ იერარქიაც გააჩნდათ - უმაღლესი იერარქები იყვნენ "ადმინისტრატორები", შემდეგ საფეხურებს შეადგენდნენ "სუპერმოდერატორები", მოდერატორები" და ე.წ. "ვაჭრები".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42