სთარმენი ასტეროიდთა სარტყელში შედის - ილონ მასკმა ბოლო ფოტო გამოაქვეყნა
ეს საინტერესოა - 17:18, 08 Feb, 2018     2387
ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ 6 თებერვალს, Space X-ის გიგანტური ხომალდი Falcon Heavy, რომლის მიზანიც მარსის ორბიტაზე გასვლაა, კოსმოსში გაეშვა და ახლა კოსმოსში, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელის ილონ მასკის მანქანა Tesla Roadster-ი მოგზაურობს, რომლის საჭესთან სკაფანდრიანი მანეკენი სთარმენი ზის.

ილონ მასკმა სთარმენის ბოლო ფოტო გამოაქვეყნა და გვამცნო, რომ მანქანა მალე ასტეროიდთა სარტყელში გადანაცვლებს.

Roadster-ის ბოლო ფოტო ნამდვილად შთამბეჭდავია. ვიმედოვნოთ, რომ ის წარმატებულად განაგრძობს კოსმოსში მოგზაურობას და ნაწილებად არ დაიშლება.


ასტეროიდთა სარტყელი არის რეგიონი მზის სისტემაში, რომელიც პლანეტების - მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს და რომელშიც კონცენტრირებულია მცირე პლანეტებად (პლანეტოიდები), ასტეროიდებად წოდებული, ძირითადად არასწორი ფორმის სხეულები, რომლებსაც სხვადასხვა ზომა და შემადგენლობა გააჩნიათ.

ასტეროიდთა სარტყელი ასევე არის ერთგვარი წყალგამყოფი, რომელიც მზის სისტემას ყოფს ორ თვისობრივად განსხვავებულ ნაწილად- შიდა და გარე მზის სისტემად. სივრცეს მზიდან ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის ჩათვლით, რომელშიც დედამიწის ტიპის პლანეტებია (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი) განლაგებული, შიდა მზის სისტემას, ხოლო ასტეროიდთა სარტყელს მიღმა არსებულ სივრცეს, რომელშიც გაზის გიგანტები (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი) არიან მოთავსებული, გარე მზის სისტემას უწოდებენ.

შეგახსენებთ, ილონ მასკმა 2018 წლის 6 თებერვალს, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ყველაზე დიდი, ზემძიმე რაკეტა-მატარებელი Falcon Heavy გაუშვა და აფრენა წარმატებელი აღმოჩნდა.

ეს ხომალდის სატესტო გაფრენაა და რადგან პირველი გაშვებისას ხშირია ტექნიკური პრობლემები, Falcon Heavy-ზე ნამდვილი ტვირთი არ არის. მის ნაცვლად კოსმოსში მასკის ძველი, ალუბლისფერი, Tesla-ს სპორტული ავტომობილი გაემგზავრა, რომელშიც მანეკენი, სახელად Starman ზის. როდესაც ხომალდი კოსმოსში გავიდა, Tesla Roadster-ის სტერეო სისტემაში დევიდ ბოუის სიმღერა ჩაირთო.

ილონ მასკმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც კოსმოსური ცივილიზაციებისთვის მესიჯია, იმ შემთხვევაში თუკი Tesla-ს მანქანით მფრინავ მანეკენს შეხვდებიან.

დიახ, თუ ჩვენი სთარმენი კოსმოსურ ცივილიზაციებს შეხვდება და მათ მანქანას ათხოვებს, მნიშვნელოვან ამბავსაც გააგებინებს.

სიტყვები „დამზადებულია დედამიწაზე ადამიანების მიერ“ - მანქანაზეა ამოტვიფრული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42