საქმე იმაშია, რომ ოლივიას 10 წლის ასაკიდან მენტალური პრობლემები ჰქონდა.
ექიმებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ „გოგონას მამასთან მუდმივი ყოფნის მოთხოვნილება ჰქონდა“, რადგან ფიქრობდა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა და მამასთან უსაფრთხოდ იქნებოდა.
ოლივიას უნდოდა ყველგან და ყოველთვის მამასთან ერთად ყოფილიყო და წლებიც განმავლობაში , რიჩარდი ამ ყველაფერს უმკლავდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბოლომდე ვერ შეძლო.
გასული წლის მარტში, მან ოლივიას ექიმებს უთხრა, რომ გოგონას ქცევებთან გამკლავება აღარ შეეძლო. შემდეგ თვეს კი სამსახურიდან წამოვიდა, რადგან ოლივია სახლში მისნ გარეშე არ რჩებოდა.
ექიმი ტეილორი იხსენებს, რომ 29 აპრილს ოლივიამ 9-ჯერ დარეკა მათთან და პოლიციაში, იმიტომ რომ მამამ ცოტა ხნით გავიდა.
11 და 12 მაისს კი რვაჯერ დარეკა პოლიციაში, რათა მამამისის ადგილსამყოფელი დაედგინა.
2017 წლის 21 ივლისს, მამამ საკუთარი ქალიშვილი გაგუდა.
როგორც მამამ პოლიციას განუცხადა „ოლივიას ტანჯვის გაგრძელების უფლებას ვერ მისცემდა.“
სასამართლოზე ცნობილი გახდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, მან ორ ადამიანს, მათ შორის მის დას უთხრა, რომ ყველასთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ ოლივია მოკვდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






