როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, გამონაკლისის სახით, მუხთარლიმ ორი დღით დატოვა საპატიმრო, რათა ნათესავების დის, დისშვილისა და ძმისშვილის დაკრძალვას დასწრებოდა.
31 დეკემბერს, აფგან მუხთარლის, და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს. მათი გარდაცვალების მიზეზი მხუთავი აირით ინტოქსიკაცია გახდა.
შეგახსენებთ, 2017 წლის 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში გადაიყვანეს და დააკავეს. აფგან მუხთარლის ბრალად ედება აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა.
2018 წლის 12 იანვარს ბელაქნის (აზერბაიჯანი) რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებებში და მას სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თავად მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს.
აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






