ლომოურის თქმით, ახალი ხელისუფლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია წლევანდელი წელი რადგან წინ არის ”რთველი 2013”-ის წინა მოსამზადებელი პროცესი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ერთიანი სამთავრობო გეგმის შემუშავება, შესაბამისი რეგიონალური შტაბების შექმნა, სუფსიდირების განსაზღვრა და გლეხების დახმარებისთვის გარკვეული ფორმებისა და წესების შედგენა.
”რთველი-2013-ს დღესაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სუფსიდირების განხორციელება მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ გლეხმა თავის მისაღები რეალურად მიიღოს და სწორედ ამისთვის საჭიროა დროული მუშაობა და ფინანსების გაცემის წესის შედგენა. მთავრობამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს რთველის ჩატარება, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ შესწევს იმის უნარი, რომ მასშტაბური ღონისძიებებს წარუძღვეს წინ. ჩვენ კარგად ვნახეთ სასოფლო-სამეურნეო ბარათების დაურიგებლობა ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ საჭიროა დროულად მოხდეს მომზადება, ყველა დეტალის გათვლა, რომ რთველის ჩატარება იყოს სახელმწიფოს სწორი პოლიტიკითა და გეგმით შემუშავებული.” - აცხადებს ლომოური.
მასალის გამოყენების პირობები






