დღეს დავითობაა
რელიგია - 09:40, 08 Feb, 2019     2275
8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

XI საუკუნის მიწურულს, მაშინ როდესაც საქართველო ფიზიკური და სულიერი კრიზისის წინაშე იდგა სულთანთა შემოსევებისა თუ ქრისტეს რჯულისგან ერის განდგომის სახით, სამეფო ტახტზე გიორგი II თავის ძეს, ერთადერთ შვილს 16 წლის დავითს აიყვანს და საქართველოს მეფედ აკურთხებს. სრულიად ჭაბუკ მეფეს უმძიმეს ვითარებაში მოუწევს მეფობა, თუმცა ღმრთისაგან გამორჩეულს და ჭეშმარიტების საჭურველით შემოსილს, ბოროტი მტერი ვერას დააკლებს. წმინდა მეფემ მის აღმზრდელთან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად შეძლო შეესრულებინა ის დიდი საქმე, რასაც საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და ოქროს ხანის დადგომა ჰქვია.

გამეფებისთანავე, დავით IV-მ თურქებისგან შეშინებული და გახიზნული ქართველი აზნაურების უკან დაბრუნდება დაიწყო. ნელ-ნელა ხალხი საკუთარ მიწა-წყალს უბრუნდებოდა და ემზადებოდა დიდი გათავისუფლებისთვის. მაგრამ როგორც ისტორიული გამოცდილება ასწავლიდა დავით, მტრები სწორედ სამეფოს შიგნით უნდა ეძება და დიდ დროც არ დასჭირდა ამსითვის. ლიპარიტ ბაღვაშმა წინაპართა კვალზედ დაიწყო სიარული. დავითმა ის შეიპყრო და როცა დარწმუნდა რომ მისგან ერთგულება არ გამოვიდოდა, პატივაყრილი საბერძნეთში გაგზავნა. სხვა ურჩ თავადებსაც მსგავსი ბედი ეწიათ. საბოლოოდ, სამეფო კარზე შინაგანმა ერთობამ და მშვიდობამ დაისადგურა.

1093 წელს, დავითის გამეფებიდან მეოთხე წელს გარდაიცვალა სულთანი მელიქ-შაჰი. ამასობაში ჯვაროსნულმა ლაშქრობამ შედეგი გამოიღო და იერუსალიმი და ანტიოქია აიღეს ქრისტიანებმა. დავითმა ამით ისარგებლა და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.

წმინდა მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია და ეკლესიის რეფორმას შეუდგა. კრებამ აღადგინა და გააძლიერა ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. ეკლესია გახდა ძირითადი დასაყრდენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეროვნული ინტერესების განხორციელების საქმეში. მეფე დავითი სახელს უკავშირდება გელათის მონასტრის აგება და გელათის აკადემიის დაარსება.

გამეფების პირველი წლები ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმას, თავადების შემოკრებასა და ქვეყნის გაერთიანებას, აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ გაწმენდას. კახეთ-ჰერეთი, შემდეგ რუსთავი, 1115 წელს მტკვრის ხეობა დააბრუნა დავითმა. უფისწულმა დემეტრემ, დავითის ვაჟმა, დალაშქრა შირვანი, აიღო ქალაძორი და დიდძალი განძით დაბრუნდა თავის ქვეყანაში. გამთლიანება გრძელდებოდა ლორე და აგარანი შემოიერთა საქართველომ.

დავით მეფემ, კარგად იცოდა ქართული მცირერიცხოვანი მხედრობის ამბავი, მათი ძლიერების და მამაცობის-ვაჟკაცობის მიუხედავად, საჭირო იყო მუდმივი ლაშქარი შექმნილი ქვეყნის ძლიერებისთვის. დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა 40000-იანი არმია. ამას 5000 ქართველიც მიემატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო 45000 კაცისაგან შემდგარი ჯარი.

1121 წლის აგვისტოში, დიდგორის ველზე უდიდესი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ მრავალათასიან მტერთან. ეს ბრძოლა "ძლევაი საკვირველის" სახელით შევიდა საქართველოს ისტორიაში. ბრძოლის წინ კეთილმსახურმა მეფემ თავის ჯარს მიმართა: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო" თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოთ". დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.

მომდევნო 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და 400 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

1125 წელს, მეფე დავითმა თავად გადაულოცა სამეფო ტახტი თავის ვაჟს, დემეტრეს. თავისი ხელით დაადგა გვირგვინი, წელზე მახვილი შემოარტყა და მეფობა დაულოცა.

როგორც არსენ ბერი წერს, მეფე გარდაიცვალა 53 წლის ასაკში და თავისი ანდერძისამებრ დაკრძალულია გელათის მონასტრის შესასვლელში. წარწერა მისი საფლავის ქვიდან: "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე ესე მთნავ: აქა დავემკვიდრო მე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42