9 თებერვალს, სამხრეთ კორეის ქალაქ ფხენჩანში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კინ ჩენ ინის და კიმ ე ჩჟონი დაესწრება. კიმ ე ჩჟონი ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის პოლიტბიუროს წევრი და ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების უფროსის მოადგილეა.
ჩრდილო კორეის დელეგაცია ფხენჩანში 3 დღე დარჩება, რაც შეეხება სპორტსმენებს, ისინი მათთვის განკუთვნილ სასტუმროში უკვე 1 თებერვლიდან იმყოფებიან.
კიმ ე ჩჟონი 30 წლისაა, თუმცა, როგორც უცხოური მედია იუწყება, მას უდიდესი გავლენა აქვს ძმაზე და მისი "პიროვნების კულტის" შექმნაში უდიდესი როლი მიუძღვის. ე ჩჟონი გავლენიანი პირია კორეაში და მას ე.წ. რუხ კარდინალს უწოდებენ. და-ძმის განსაკუთრებული დაახლოება შვეიცარიაში ერთად სწავლის დროს მოხდა, სადაც კიმების დინასტიის წარმომადგენლები ყველასგან ფარულად სწავლობდნენ. კიმ ე ჩჟონს ჩრდილოეთ კორეის უნიერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
იგი კარგად იყენებს იმ ფაქტს, რომ ძალიან გავს ბაბუას, კიმ ირ სენს, კიმების "დინასტიის" დამაარსებელს, რომელიც ქვეყანას 1948 წლიდან დღემდე მართავს. აღშანიშნავია, რომ კიმ ე ჩჟონი აშშ-ს სანქციების სიაშია შეყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები






