დიახ, თუ ჩვენი სთარმენი კოსმოსურ ცივილიზაციებს შეხვდება და მათ მანქანას ათხოვებს, მნიშვნელოვან ამბავსაც გააგებინებს.
სიტყვები „დამზადებულია დედამიწაზე ადამიანების მიერ“ - მანქანაზეა ამოტვიფრული.

შეგახსენებთ, გუშინ, Space X-ის გიგანტური ხომალდი Falcon Heavy, რომლის მიზანიც მარსის ორბიტაზე გასვლაა, კოსმოსში გაეშვა.
SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ყველაზე დიდი, ზემძიმე რაკეტა-მატარებელი Falcon Heavy გაუშვა და აფრენა წარმატებელი აღმოჩნდა.
ეს ხომალდის სატესტო გაფრენაა და რადგან პირველი გაშვებისას ხშირია ტექნიკური პრობლემები, Falcon Heavy-ზე ნამდვილი ტვირთი არ არის. მის ნაცვლად კოსმოსში მასკის ძველი, ალუბლისფერი, Tesla-ს სპორტული ავტომობილი გაემგზავრა, რომელშიც მანეკენი, სახელად Starman ზის. როდესაც ხომალდი კოსმოსში გავიდა, Tesla Roadster-ის სტერეო სისტემაში დევიდ ბოუის სიმღერა ჩაირთო.
მასალის გამოყენების პირობები






