დიახ, არ გეჩვენებათ.
რაკეტის გაშვებას პირდაპირი ეთერში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
როდესაც ხომალდი კოსმოსში გავიდა, Tesla Roadster-ის სტერეო სისტემაში დევიდ ბოუვის ლეგენდარული სიმღერა, Starman ჩაირთო.
გაშვებისას, პირველი ორი ბუსტერი, რომლებმაც რაკეტა ააფრინეს, მალევე მოსწყდნენ მთავარ ბუსტერს. პირდაპირ ტრანსლაციაშივე ვნახეთ, რომ გვერდითი ამაჩქარებლებინასას კენედის კოსმოსურ სადგურზე წარმატებით დაბრუნდნენ. თუმცა, მესამე გამწევი, რომელიც ცოტა ხნის მერე მოწყდა და რომელიც ოკეანეში უნდა დამჯდარიყო სპეციალურ პადზე, ოკეანეს დიდი სიჩქარით შეასკდა და განადგურდა. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და მანეკენი სთარმენი ახლა კოსმოსში მოგზაურობს.
ხომალდის გაშვებამდე, ილონ მასკმა თქვა, თუ ეს ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, Falcon Heavy-ის მეშვეობით მომავალში კოსმოსში თანამედროვე სისტემებით აღჭურვილ რობოტებს, ხოლო 2019 წლისთვის დიდი სიმძლავრის ტელესკოპებს "ჰაბლსა" და მის მემკვიდრე "ჯეიმს უებს" გაუშვებენ. შემდეგ კიი... მასკის გათვლით, მომავალში Falcony მარსზე ადამიანებს გადაიყვანს.
მასალის გამოყენების პირობები






