მეუფე ზენონი: მჩაგვრელობა საქართველოსადმი, უპირველესად, რუსეთის ეკლესიის მიერ არის დასაგმობი
საზოგადოება - 11:02, 26 Jul, 2013     10307

ამ სტატიაზე სოციალური ქსელის მომხმარებელთა კომენტარების გაცნობის შემდეგ მეუფე ზენონი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის პოზიციას და დამატებით განმარტებებსაც აკეთებს:

 

"მართლაც რომ უბედურებაა, როდესაც ზოგიერთი გულისტკივილშიც კი ნეგატივს ხედავს. მართლაც დიდი ადამიანი იყო მარკუს ავრელიუსი, კაცი, რომელსაც ტაძარი დაუდგეს მის სიცოცხლეში, საიმპერატორო კვარცხლბეკიდან იმზირებოდა და წერდა : "ცნობასუსტნი არიან ყოველი მეხოტბენი", სხვა რა უნდა თქვა, როდესაც დაწერილში დედააზრს ვერ კითხულობენ და დაპირისპირების ძიებით სულდგმულობენ.

 

''მორწმუნე ჩემი მონაა, განათლებული მორწმუნე ჩემი მეგობარი. ხოლო მონამ არ იცის რას ფიქრობს თავის ბატონი''-ამბობს უფალი. აქვე დავამატებ იმას, რასაც ამ სტატიაში ადგილი არ მიჩენია, მიუხედავად იმისა, ჩემს პოსტზე აღმინიშნავს: მართლმადიდებელი ეკლესია ერთი სხეულია სამყაროში, ამიტომ ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია თანაბრად ინაწილებს ურთიერთპასუხისმგებლობას იმ ერზე, რომელიც ეთნიკურად მრავალეროვანია, მაგრამ იესო ქრისტეს სისხლის მიერ ერთ ერად არის სახელდებული, როგორც ერი ''საზეპური'' და ''ახალი ისრაელი''.

 

წინასწარმეტყველი იეზეკიელი ამბობს ''ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს, მე, უფალი საბაოთი მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს''. შეხედეთ, იეზეკიელი ამბობს ხალხის, ანუ ერების და ტომების წინააღმდეგ აღმართულ მახვილზე და მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ერთი ბარძიმიდან ზიარებულ ''ქრისტეში ერთ ერზე'', მითუმეტეს რა სიტყვა უნდა იყოს მიმგებელი წინაშე ღმერთისა, რომელიც გაამართლებს ან თავს აარიდებს სამართალს უფლისა.

 

ამდენად მჩაგვრელობა საქართველოსადმი, რასაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან, პირველ ყოვლისა რუსეთის ეკლესიის მიერ არის დასაგმობი. ვიდრე ამ დაგმობას არ მოვისმენთ, ვერ ვიტყვით, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის ეკლესიის მიერ იესო ქრისტეს სიმართლეში დაცულია. დაე, ეს ჩემი წერილი იყოს სამხილი იმ ფსევდოპატრიოტებისთვის და ფსევდომართლმორწმუნეთათვის, ვისთვისაც თეთრის და შავის გარჩევა ჯერ კიდევ ძნელად საზიდ ტვირთად მიჩნეულა."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42