ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთი იმ ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რომლის თანახმადაც, მას უნდა აღეკვეთა სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები.
"სირიის რეჟიმის პასუხისმგებლობისან დაცვით, რუსეთმა თავისი ვალდებულებების შესრულება არ ისურვა," - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა რექს ტაილერსონმა, გასულ თვეში, პარიზში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსეთი, მას შემდეგ, რაც სირიაში არსებულ სიტუაციაში ჩაერთო, იღებს პასუხისმგებლობას აღმოსავლეთ გუტაში დაღუპულებსა და იმ უამრავ სირიელზე, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაზარალდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ასადის რეჟიმმა, იდლიბის პროვინციაში, სარაკების რაიონში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქლორის შემცველი იარაღი გამოიყენა, რაც გასული 30 დღის მანძილზე უკვე მეექვსე ქიმიური შეტევაა.
"მოვუწოდებთ მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ერთხმად გამოვიდეთ და გამოვიყენოთ ყველა საშუალება რათა ზეწოლა მოვახდინოთ ასადის რეჟიმისა და მის მხარდამჭერებზე, რათა მათ შეწყვიტონ ქიმიური იარაღის გამოყენება და დამნაშავეებმა პასუხი აგონ," - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
მასალის გამოყენების პირობები






