„ერთ წელზე მეტია ამ ადამიანთან ვარ... ყოველდღე ის მე შთამაგონებს რომ უკეთესი გავხდე და ეს მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ გოგოდ მაქცევს.“- წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი 36 წლის ბრიტნი სპირსი სავარაუდოდ თავის ირანელ შეყვარებულზე 23 წლის სემ ასგარიზე დაქორწინდა. ამის შესახებ ეჭვი მედიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოციალურ ქსელში ბრიტნიმ ჰავაიზე გატარებული არდადეგების ფოტოები გაავრცელა. დაკვირვებული თვალი ბრიტნის ხელზე ადვილად შეამჩნევს ბეჭედს, რომელიც ნიშნობისას ძალიან ჰგავას. თუმცა ამის შესახებ წყვილს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
სემ აშგარი თეირანშია დაბადებული და უკვე 10 წელია ამერიკაში ცხოვრობს. ის მოდელი და ფიტნეს ინსტრუქტორია. სემმა მონაწილეობა მიიღო ბრიტნის კლიპში Slumber Party. წყვილმა ურთიერთობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.



მასალის გამოყენების პირობები






