ღეროვანი უჯრედების კვლევის იაპონურმა ჯგუფმა შესაძლოა, სიმელოტის შემაკავებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. რა შუაშია მაკდონალდსის კარტოფილი ფრიი?
იოკოჰამას ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დიმეთილპოლისილოქსანი, რომელიც ფრიში შემავალი ერთ-ერთი ქიმიური ნივთიერებაა, თაგვებში თმის ახალი ღერების გაჩენას უწყობს ხელს. იგივე ნივთიერება კარტოფილის შეწვისას ზეთს აქაფებისგან იცავს.
დიახ, ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა. მკვლევარებმა დიმეთილპოლსილოქანი დაუმატეს თმის ფოლიკულის ჩანასახებს და თაგვებს ზურგზე გადაუნერგეს. გადანერგვის შედეგად, თაგვებს თმის ათასობით ახალი ფოლიკულა გაუჩნდათ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა მეთოდმა თაგვებზე გაამრთლა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგიური მიღწევების დახმარებით, შთამბეჭდავ შედეგებს მივიღებთ ადამიანებშიც.
მასალის გამოყენების პირობები






