რუსეთის ყველაზე მსხვილი კერძო ბანკის, "ალფა-ბანკის" მიერ ჩატარებული გამოთვლებით, რუსეთის ეკონომიკა, სანქციების გამო, წელიწადში მშპ-ს 0,5%-ს კარგავს. შესაბამისაც რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული ყველა ზომები, ეკონომიკისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ ფუჟად დახარჯული შრომაა.
დანაკარგი იმით არის განპირობებული, რომ კომპანიები საზღვარგარეთიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობას მოკლებული არიან, - აცხადებს ბანკის მთავარი ეკონომისტი ნატალია ორლოვა.
აშშ-ს მოქმედი სანქციები სერიოზულ შეზღუდვებს გულისხმობს რუსული ბანკებისა და ნავთობი-გაზის კომპანიებისათვის. ევროპული სანქციები ოდნავ მსუბუქია, მაგრამ ისინიც სერიოზული შეზღუდვებით გამოირჩევა.
ერთი შეხედვით, 0,5% არცთუისე მაღალი მაჩვენებელია და სერიოზული პრობლემები ქვეყნისთვის მშპ-ს 1%-იანი ზარალიდან იწყება, მაგრამ ჯერ ერთი, ეს ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული ყველა ზომების ანულირებას ახდენს და მეორეც, ამგვარმა დანაკარგებმა, შეიძლება ზარალი 0,5 პროცენტიდან 1 ანდა 1,5 პროცენტამდე აიყვანოს, მითუმეტეს თუ ნავთობის არასტაბილურ ფასებსა და სანქციების მომავალ გამკაცრებას გავითვალისწინებთ, წერს ორლოვა.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწისში გამოქვეყნდა აშშ-ის ახალი სია, რომელშიც ფაქტიურად რუსეთის ყველა პოლიტიკოსი, ჩინოვნიკი და მსხვილი ბიზნესმენია შესული. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს სია ახალ სანქციებს დაედება საფუძვლად. შედეგად, რუსული ეკონომიკის ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები






