ცოტა რამ ტუბა ბუიუკუსტუნის შესახებ
ტუბა ბუიუკუსტუნი 35 წლისაა, ის თურქული კინოსა და თეატრის მსახიობია, მას ასევე აქვს ფოტომოდელად მუშაობის გამოცდილებაც. საქართველოში ის პოპულარული გახდა ისეთი სერიალებით, როგორიცაა „ასი“, „ბოშა ქალი“, „20 წუთი“ , „შავი ფული და სიყვარული“.
ტუბა დაიბადა და გაიზარდა სტამბოლში. ბავშვობაში მან მხატვრობის ნიჭი გამოავლინა და განათლებას სამხატვრო სტუდიაში იღებდა. ტუბამ სტამბოლის პრესტიჟული სკოლა „Doğus“-ი წარმატებით დაამთავრა.
სკოლის დასრულების შემდეგ ტუბამ სტამბოლის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში ჩააბარა და კოსტიუმების დიზაინერის და დეკორაციების მხატვრის სპეციალობას დაეუფლა.
სტუდენტურ წლებში ტუბა ბუიუკუსტუნმა ძალები სამოდელო ბიზნესშიც მოსინჯა. ის როგორც ფოტომოდელი რეკლამირებას უწევდა ისეთ ბრენდენს როგორიცაა Pantene, MaximumCart, Kremini, Molped-ი და სხვა. სწორედ ფოტოსესიების დროს მიაქცია ყურადღება ეფექტურ შავგვრემან ლამაზმანს რეჟისორმა ტომრის გორიტლიოღლუმ და ტუბა ფილმის კასტინგზე მიიწვია.

დამწყები მსახიობის დებიუტი 2003 წელს დრამატულ სერიალში „სულთან მაქამიში“ შედგა.
პირველი დიდი წარმატება კი მელოდრამამ „ცაცხვების ქვეშ“ მოუტანა. შემდეგ უკვე იყო სერიალი სასიყვარულო ისტორიაზე „ასი“, სადაც ტუბამ მურატ ილდირიმთან ერთად მთავარი როლი შეასრულა.
წარმატების მორიგი უფრო ძლიერი ტალღა, ტუბას 2014 წელს მძაფრსიუჟეტიან სერიალში „შავი ფული და სიყვარული“ მონაწილეობისას ეწვია. სადაც მისი პარტნიორი ენგინ აკიურეკი იყო. სერიალი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აჩვენეს და ტუბას პოპულარობაც თურქეთის საზღვრებს დიდ მანძილზე გასცდა.

რაც შეეხება ტუბას პირად ცხოვრებას, როგორც შოუბიზნესის წარმომადგენლების პირად ცხოვრებაში ხშირად ხდება, ტუბას ეკრანული პარტნიორები რეალურ ცხოვრებაშიც გადმოდიოდნენ. 2005 წელს მას რომანი ჰქონდა მსახიობ ბულეთ ინალთან, რომელთანაც ის სერიალში „ცაცხვების ქვეშ“ მონაწილეობდა, ისინი ერთად 2 წლის განმავლობაში იყვნენ, რის შემდეგაც ერთმანეთს დაშორდნენ.
„ასის“ გადასაღებ მოედანზე ტუბამ დამდგმელი ოპერატორი სამი საიდანი გაიცნო, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა.
2011 წელს ტუბას მეუღლე მსახიობი ონურ საილაკი გახდა, რომელიც მუზიკლ „ბოშა ქალის“ გადაღების დროს შეუყვარდა. შემდეგ წელს კი ტყუპი გოგონები მაია და ტოპრაკი შეეძინათ. 2017 წელს ტუბა ონურ საილაკს დაშორდა.


2017 წლის ბოლოს ტუბა პაპარაცებმა ახალ მეგობარ მამაკაცთან დააფიქსირეს. გავრცელებული ინფორმაციით ტუბას რომანი აქვს თურქ ბიზნესმენ უმუთ ევირგენთან.
2016 წლის შემოდგომაზე ახალი სერიალი გამოვიდა, რომელშიც ტუბას პარტნიორი თურქეთში ძალიან პოპულარული მსახიობი ქივანჩ თათლითუღია. ტუბა ბუიუკუსტუნისა და ქივანჩ თათლითუღის ერთად ხილვა თურქული სერიალების თაყვანისმცემლების დიდი ხნის ოცნება იყო. წელს სერიალის ჩვენება ქართულ არხზეც დაიწყეს.

ტუბა ბიუკუსტუმა 2017 წელს მონაწილეობა მიიღო დრამაში „წითელი სტამბული“, სადაც მან ნევალის როლი შეასრულა.

ტუბა ბუიუკუსტუნი ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, აქტიურად მონაწილეობს ქალთა უფლებების დასაცავ ღონისძიებებში და ზრუნავს უპატრონო ცხოველებზე. სწორედ ამიტომ მას "თურქ ანჯელინადაც" მოიხსენიებენ.

2015 წელს ტუბამ, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი თმით გამოირჩეოდა ვარცხნილობა შეიცვალა და თმა ძალიან მოკლედ შეიჭრა. როგორც აღმოჩნდა, ტუბას იმიჯის ცვლილება ქველმოქმედებასთან იყო კავშირში. მან თავისი თმა სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდს გადასცა, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც დაავადების მკურნალობის პერიოდში მედიკამენტების გამო თმა სცვივათ , პარიკებს უმზადებს.
ბუიუკუსტუნი ემის ნომინანტი პირველი თურქი მსახიობია , რომელმაც საერთაშორისო არენაზე ასეთ დიდ წარმატებას სერიალით „20 წუთით“ მიაღწია.
"20 წუთი"

ტუბა შვილებთან ერთად

„Cesur ve Güzel“

ტუბა ანჯელინა ჯოლისთან ერთად

მასალის გამოყენების პირობები






