დედის შემზარავი გადაწყვეტილება - ქალმა ჯანმრთელ შვილს 13 ოპერაცია გაუკეთა და არწმუნებდა რომ მას კიბო ჰქონდა (ფოტო)
ეს საინტერესოა - 10:47, 06 Feb, 2018     6222
ის, რომ დედამ უკეთ იცის, რა სჭირდება შვილს, ამერიკელი კეილინ ბოუენ-რაიტი უპირისპირდება.

ტეხასის მაცხოვრებლის, 34 წლის კეილინის წყალობით, მის ჯანმრთელ შვილს, 8 წლის განმავლობაში 13 რთული ოპერაცია გადაიტანა და 323-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში.

როგორც აღმოჩნდა, კეილინმა მედიცინის ბოროტად გამოყენება 2009 წელს დაიწყო, როცა მისი შვილი კრისტოფერი სულ რაღაც 11 თვის იყო. ბოუენმა მოიგონა, რომ ბიჭს რძეზე ჰქონდა ალერგია. ამის შემდეგ, ბავშვი საავადმყოფოში ხშირად დაყავდა სხვადასხვა მიზეზით.

მამის, რაიანის თქმით, ბავშვს არაფერი სჭირდა, კეილინი კი ირწმუნებოდა, რომ სერიოზულად იყო ავად. როგორც რაიანმა სასამართლოს განუცხადა, ამის გამო ბევრჯერ უჩხუბიათ, სამჯერ სასამართლომდეც მივიდა საქმე, თუმცა სასამართლომ რაიანი დაადანაშაულა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი გულგრილოაბაში.

თავდაპირევლად, კეილინი ამტკიცებდა, რომ ბიჭს მემკვიდრეობითი დაავადება ჰქონდა, შემდეგ რამდენიმე უცნაური დიაგნოზი მოიფიქრა, ბოლოს კი განცადა, რომ კრისტოფერს კიბო აქვს. მან შვილის „მკურნალობისთვის“ ფულის შესაგროვებლად კამპანია დაიწყო და რამდენიმე ათასი დოლარიც შეაგროვა.

მანამ სამან ექიმები აღმოაჩენდნენ, რომ ბოუენი ბავშვი დაავადების სიმპტომების პროვოცირებას ახდენდა, კრისტოფერს უამრავი დიაგნოსტიკური პროცედურისა და 13 ოპერაციის გადატანა მოუხდა.

დედის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დალასის საავადმყოფოს , სადაც კრისტოფერი მკურნალობდა, მეურვეობის ორგანომ მიმართა.

ბოუენის პათოლოგიური ტყუილი იქამდე მივიდა, რომ მან შვილი ორგანოების დონორის რიგში ჩაწერა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ბავშვს არც ერთი „მოგონილი“ დაავადება არ აღმოაჩნდა.

დადგინდა, რომ ბიჭს არავითარი დაავადება არ ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო. დედას კი ქალაქიდან ქალაქში, ხვადასხვა საავადმყოფოში დაჰყავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მძიმედ იყო ავად.

ბოუენის საქციელი სავარაუდოდ, მიუნჰაუზენის სინდრომით არის გამოწვეული. ეს არის აშლილობა, რის დროსაც ადამიანი სტიმულირებას ახდენს ან სპეციალურად იგონებს დაავადების სიმპტომებს. ამჟამად კეილინ ბოუენ-რაიტი ციხეშია, ხოლო მამასთან გადასვლისთვის საჭირო პროცედურების დასრულებამდე კრისტოფერზე მეურვეობის სააგენტო ზრუნავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42