შინაპატიმრობის ვადა, რომელიც კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 26 იანვარს დაუდგინა, წუხელ ამოიწურა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.
“პროკურატურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის თარიღი იწყება 5დეკემბრიდან, შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების ათვლის თარიღად ითვლება 5 დეკემბერი. შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების ვადა 5-6 თებერვლის შუაღამეზე იწურება, რის შემდეგაც ის ავტომატურად ანულირდება.“- განაცხადა ჩორნოლუცკიმ.
აღკვეთის ღონისძიების ავდის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ყველა შეზღუდვა ეხსნება, გარდა ვალდებულებებისა, რომ როგორც ეჭვმიტანილმა მიიღოს უწყებები და საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძახებული იქნეს.
ადვოკატის თქმით, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიება გახანგრძლივდეს, გენპროკურატურამ სასამართლოს არგუმენტირებული მიზეზით უნდა მიმართოს, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აგრძელებს აღკვეთის ღონსძიებას.
მასალის გამოყენების პირობები






